ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ლაბორატორიების ქსელი, რომლებიც ახალ კორონავირუსზე დამადასტურებელ პასუხებს იძლევიან და რომლებიც, ორგანიზაციის აზრით, სანდოა.
სიაში მსოფლიოს 21 ქვეყანა შედის. ზოგ ქვეყანაში ერთზე მეტი რეფერალური ლაბორატორიაა [გერმანია, ტაილანდი, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები და არაბთა გაერთიანებული საამიროები].
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ლაბორატორიების სია გამოქვეყნებული იმიტომ აქვს, რომ თუ რომელიმე ქვეყანას თვითონ არ აქვს ახალი კორონავირუსის ტესტის პასუხის გადამოწმების საშუალება ან შესაბამისი გამოცდილება, საკუთარი ნიმუშის გადასამოწმებლად გაგზავნა ჩამოთვლილ რეფერალურ ლაბორატორიებში შეუძლია.
სიაში არის რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები: საქართველო, სომხეთი ან აზერბაიჯანი მითითებული არ არის.
სიაში ასევე არ არიან ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები. სიაშია არაერთი აზიური და აფრიკული ქვეყანა.
სია განახლებულია 2020 წლის 19 აპრილს.
ქვეყნებისა და ლაბორატორიების სია:
1) ავსტრალია, ქალაქი მელბურნი, ვიქტორიას ინფექციური დაავადებების რეფერალური ლაბორატორია;
2) ბრაზილია, ქალაქი რიო-დე-ჟანეირო, რესპირაციული ვიროლოგიის ლაბორატორია, ფიო კრუზი;
3) კამბოჯა, ქალაქი ფნომ პენი, პასტერის ინსტიტუტი კამბოჯაში;
4) ჩინეთი, ქალაქი პეკინი, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი;
5) ჩინეთი, ქალაქი ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა;
6) საფრანგეთი, ქალაქი პარიზი, პასტერის ინსტიტუტი;
7) გერმანია, ქალაქი ბერლინი, კორონავირუსზე მომუშავე ჯგუფი; ვიროლოგიის ინსტიტუტი; შარიტე და რობერტ კოხის ინსტიტუტი;
8) ინდოეთი, ქალაქი პუნი, ვიროლოგიის ეროვნული ინსტიტუტი;
9) იტალია, ქალაქი რომი, ლაზარო სპალანზანის სახელობის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი:
10) იაპონია, ქალაქი ნაგასაკი, ნაგასაკის ტროპიკული მედიცინის ეროვნული ინსტიტუტი, ნაგასაკის უნივერსიტეტი;
11) მექსიკა, ქალაქი მეხიკო, ეპიდემიოლოგიური ინსტიტუტის რეფერალური ცენტრი;
12) ომანი, ქალაქი მუსკატი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრალური ლაბორატორია;
13) რუსეთის ფედერაცია, ქალაქი კოლცოვო, ვიროლოგიისა და ბიოტექნოლოგიების სახელმწიფო კვლევითი ცენტრი "ვექტორი";
14) სენეგალი, ქალაქი დაკარი, პასტერის ინსტიტუტი დაკარში;
15) სინგაპური, სინგაპურის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ლაბორატორია;
16) სამხრეთი აფრიკა, ქალაქი იოჰანესბურგი, მენინგიტისა და რესპირაციული დაავადებების ცენტრი; გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი;
17) შვეიცარია, ქალაქი ჟენევა, ჟენევის უნივერსიტეტის კლინიკა;
18) ტაილანდი, ქალაქი ნონთაბური, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამინისტრო;
19) ტაილანდი, ქალაქი ბანკოკი, შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო ინსტიტუტი
20) ნიდერლანდები, ქალაქი როტერდამი, ერაზმუსის ვირომეცნიერებების სამეცნიერო დეპარტამენტი;
21) არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქალაქი აბუ დაბი, აბუ დაბის ინფექციური დაავადებების რეფერალური ლაბორატორია; შეიხ ხალიფას სამედიცინო ცენტრი;
22) ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ქალაქი ლონდონი, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი;
23) ამერიკის შეერთებული შტატები, ჯორჯიის შტატი, ქალაქი ატლანტა, რესპირაციული ვირუსების დიაგნოსტიკის ცენტრი, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი - US-CDC