ახალი კორონავირუსისგან კაცები უფრო იღუპებიან, ვიდრე ქალები. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ კაცებს ქალების ჰორმონები მისცენ და დააკვირდნენ, თუ როგორ დაარეგულირებენ ისინი დაავადების მიმდინარეობას კაცებში.
კორონავირუსის ტალღამ მთელს მსოფლიოს გადაუარა და ღარიბები და მოწყვლადები ყველაზე მეტად დააზარალა. გამოიკვეთა ერთი საინტერესო მოვლენაც: კაცები ჩინეთში, იტალიასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მძიმედ ავადდებიან; მათ გადარჩენის შანსიც ნაკლები აქვთ, ვიდრე ქალებს.
ამან ექიმებიც დააფიქრა: შეიძლება თუ არა, რომ ამაში ქალური ჰორმონები თამაშობდნენ როლს?
ექიმები სხვადასხვა ჰიპოთეზას ავითარებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი კლინიკური კვლევა დაიწყო, სადაც კაცებს ქალების სქესობრივ ჰორმონებს მცირე პერიოდის განმავლობაში აძლევენ და აკვირდებიან მათში დაავადების განვითარების დინამიკას.
ლონგ აილენდში გასულ კვირას ექიმებმა იმუნიტეტის გასაძლიერებლად კაცებისთვის ესტროგენის დანიშვნა დაიწყეს. მომავალ კვირას, ლოს ანჯელესელი ექიმები კაცებს პროგესტერონს დაუნიშნავენ: ეს ჰორმონები უფრო დიდი რაოდენობით ქალების ორგანიზმში გამომუშავდება.
პროგესტერონს ანტი-ანთებითი თვისებები აქვს და იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქციის რეგულირებაც შეუძლია.
“ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რაოდენობრივად ქალებსა და კაცებს შორის გამაოგნებლად საგრძნობი სხვაობა; კაცები, აშკარად, უარეს დღეში არიან,” - თქვა ექიმმა სარა ღანდეჰარიმ, პულმონოლოგმა და სიდარ-საინაის ლოს-ანჯელესის კლინიკის ინტენსიური განყოფილების ზრუნვის ექიმმა, რომელიც ამ კვლევას ხელმძღვანელობს. მან თქვა, რომ მათი კლინიკის ინტენსიური ზრუნვის პალატებში მყოფი პაციენტების 75% და მათ შორის ისინი, ვინც ხელოვნურ სუნთქვაზე არიან, კაცებია.
ორსული ქალები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, ესტროგენისა და პროგესტერონის დონე მაინც მაღალი აქვთ და შედარებით მსუბუქად იტანენ ამ ინფექციას. “ქალებს და ორსულებს ეს დაავადება ნაკლები სიმძიმით ემართებათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჰორმონები თავიანთ როლს თამაშობენ,” - აღნიშნა ექიმმა ღანდეჰარიმ.
თუმცა, ზოგი ექსპერტი, რომელიც კაცისა და ქალის, როგორც სხვადასხვა სქესის, იმუნიტეტების მუშაობას შორის განსხვავებას იკვლევს, ამბობს, რომ ჰორმონები სასწაულებს ვერ მოახდენენ და ფუჭი იმედი არ უნდა გაჩდეს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხანდაზმული ქალები, რომელთა ორგანიზმში, მენოპაუზის შემდეგ, სქესობივი ჰორმონების დონე ეცემა, მათივე ასაკის კაცებზე უკეთ უმკლავდებიან ვირუსს და ეს საყურადღებოა.
ესტროგენის შესაძლო ეფექტურობის შესახებ კვლევა, რომელიც სტოუნი ბრუკის უნივერსტიტეტის სამედიცინო სკოლაში დაიწყო, სწორედ მსგავსი დაკვირვებიდან იღებსო სათავეს, თქვა შერონ ნახმანმა, რომელიც ხსენებულ კვლევას ხელმძღვანელობს; შერონის თქმით, კვლევის იდეა დოქტორ ანტონიოს გასპარისს, ქირურგს, ეკუთვნის.
მისი თქმით, კვლევაში პირველი პაციენტი გასულ კვირას ჩაერთო და წინასწარი მონაცემები ხელმისაწვდომი რამდენიმე თვეში იქნება.
“ეს იდეა ციდან ჩამოვარდნილს ჰგავს, მაგრამ ხშირად კარგი იდეები ასე იბადება,” თქვა დოქტორმა ნახმანმა, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსტეტის რენესანსის სკოლის ასოციერებული დეკანია.
ამ ვირუსის დამარცხების თვალსაზრისით სქესთა დისბალანსი თავიდანვე შეიმჩნეოდა. ჩინეთიდან მომავალი მონაცემებიდან ჩანდა, რომ უფრო მეტი კაცი იღუპებოდა, ვიდრე ქალი, თუმცა, ეს ფაქტი მაშინ იმას მიაწერეს, რომ კაცები უფრო მეტს ეწევიან. თუმცა, მონაცემები იგივე რჩებოდა სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც: იტალიაშიც უფრო მეტი კაცი გარდაიცვალა, ვიდრე ქალი, ნიუ-იორკში კი ორჯერ მეტი კაცი გარდაიცვალა, ვიდრე ქალი.
თუმცა, მეცნიერები, რომლებიც სქესთა შორის სხვაობის კონტექსტში იმუნიტეტის განსხვავებულად მუშაობას იკვლევენ, ამბობენ, რომ ცხოვრების წესიც თამაშობს როლს. მათი თქმით, ცხოვრების წესში ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ კაცები ყველგან უფრო მეტს ეწევიან, ვიდრე ქალები; კაცები ასევე უფრო ნაკლებად იბანენ ხელს, ვიდრე ქალები. ქალებს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და ეს უდავოა, თუმცა, მიზეზები რთული და მულტიფაქტორულია და ჰორმომების როლი აქ მთელი სურათის ნაწილია, რეალობას კი სხვა ფაქტორებიც ქმნიან.
საბრა კლაინი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბლუმბერგის სკოლის მეცნიერი, კაცებსა და ქალებში ვირუსული ინფექციების ვაქცინებზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციას სწავლობს. კლაინი ამბობს, რომ ქალებში ჰორმონი რომ იყოს მთავარი დამცავი ფაქტორი, ხანდაზმული ქალებიც ისევე ცუდად გახდებოდნენ, როგორც კაცები, ვინაიდან მენოპაუზის შემდეგ ქალებშიც ეცემა რეპროდუქციული ჰორმონებიც დონე.
მისი აზრით, საქმე მხოლოდ ამაში არ არის.
“მთელი ცხოვრება ამ რწმენის გავლენის ქვეშ ვართ,” - ამბობს ექიმი კლაინი. “ფაქტია, რომ ხანდაზმული კაცები უფრო ზიანდებიან და ეს გვაფიქრებინებს, რომ არის აქ რაღაც გენეტიკური, ან სხვა რამე, მაგრამ მხოლოდ ჰორმონალური ფაქტორის დაშვებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ცხადია, ესტროგენს იმუნო-მოდულატორული ფუნქციის შერსულება შეუძლია - ცუდად არ გამიგოთ ეს ნათქვამი,” თქვა ექიმმა კლაინმა. - “შესაძლოა, ამ სარგებელს კაცებიც იღებენ და ქალებიც, თუმცა, თუ 93 წლის ქალი უფრო სწრაფად ჯანმრთელდება იგივე ასაკის კაცთან შედარებით, ეჭვი მაქვს, რომ აქ მხოლოდ ჰორმონები არ არის შუაში.”
კვლევებმა აჩვენა, რომ ესტროგენი გავლენას ახდენს ცილაზე, სახელად ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი 2 [იგივე ACE2]. კორონავირუსი სწორედ ამ ცილას იყენებს, რომ ადამიანის უჯრედებში შეიჭრას. ქეთრინ სენდბერგის თქმით, რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სქესთა შორის ჯანმრთელობის განსხვავებას სწავლობს, ACE2 ცილა კაცებსა და ქალებში სხვადასხვანაირად რეგულირდება.
კვლევები, რომლებიც დოქტორმა სენდბერგმა და მისმა კოლეგებმა ვირთხებში ჩაატარეს, აჩვენებს, რომ ესტროგენს, გარკვეულწილად, შეუძლია ACE2 ცილის ექსპრესიის შემცირება თირკმლებში, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ჰორმონი ექსტროგენი ACE2 ცილის პოტენციას კაცებშიც ამცირებს.
“შესაძლოა, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როგორ მუშაობს ესტროგენი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ პაციენტების რეაქციას და აქედან გამომდინარე ვმსჯელობთ,” თქვა სენდბერგმა და დაამატა, რომ ესტროგენი მრავალმხრივ როლს თანაშობს, როგორც ადრეული იმუნური საპასუხო რეაქციის თვალსაზრისით, - რომელიც პირველადი ინფექციის დამარცხებაში ეხმარება ადამიანს, არამედ შემდგომ, მეორად იმუნურ პასუხზე და “შებრუნებული” ვირუსის დამარცხებაზე, რომელიც ციტოკინური შტორმის სახით შეიძლება გამოიხატოს.
“მართალია, ქალებიც იღებენ ამ ინფექციას, თუმცა, მათი იმუნური სისტემის რეაქცია სხვანაირია,” ამბობს ექიმი ნახმანი. “ძალიან ცოტა მათგანს აქვს მეორეული ინფექცია და ზოგადად, დაურეგულირებელი იმუნური პასუხი.”
სტოუნი ბრუკის უნივერსტიტში უკვე დაიწყეს მონაწილეების მოძიება. საბოლოოდ, ამ კვლევისთვის 110 პაციენტი უნდა მოგროვდეს. კვლევაში პაციენტების მიღების კრიტერიუმებია: ცხელება, ხველება, სუნთქვის გაძნელება ან პნევმონია; პაციენტების ნაწილი უნდა იყოს კოვიდდადებითი, ტესტერით დადასტურებული ან უნდა იყოს ეჭვი დაავადებაზე, თუმცა, პაციენტი არ უნდა იყოს მიერთებული ხელოვნურ სასუნთ აპარატს.
კვლევა დაიწყო და იღებს ზრდასრულ კაცებს და ქალებს 55 წელს ზემოთ ასაკის კატეგორიაში, რადგან ითვლება, რომ, მენოპაუზის გამო, მათ ორგანიზმში ესტროგენების დონე დაბალია. მონაწილეების ნახევარს ერთი კვირის განმავლობაში ესტრადიოლს მისცემენ, ხოლო პაციენტების მეორე ნახევარი საკონტროლო ჯგუფი იქნება.
მკვლევრები დააკვირდებიან, თუ რა როლს ითამაშებს ესტროგენი დაავადების სიმწვავის რეგულირებაში.
სიდარ-საინაის სამედიცინო ცენტრი ლოს-ანჯელესში, სადაც Covid-19-ით დაავადებულ კაცებს ექიმები ქალების სქესობრივ ჰორმონებს აძლევენ. ფოტო: ჯეინ მაიკლსი ნიუ-იორკ ტაიმზისთვის © Jake Michaels for The New York Times
სიდარ-საინაის ჰოსპიტლის კვლევა უფრო მცირეა: მხოლოდ 40 პაციენტით, ყველა მათგანი კაცია. მათი ნახევარი [20 პაციენტი] საკონტროლო ჯგუფი იქნება. პაციენტების კვლევაში მიღების კრიტერიუმია: Covid დადებითი, სტაციონარში მკურნალობა და დაავადების საშუალო სიმწვავე. [პაციენტები, რომლებსაც გარკვეული მდგომარეობა აქვთ, მაგალითად, სისხლის გასქელება ან კოლტები, შესაბამისი რისკების გამო, არ მიიღებიან კვლევაში.]
პაციენტები ხუთი დღის განმავლობაში, ყოველდღე, დღეში ერთხელ, კუნთებიდან მიიღებენ პროგესტერონს. ექიმები დააკვირდებიან, გამოსწორდება თუ არა პაციენტი კაცების მდგომარეობა, დასჭრიდებათ თუ არა მათ ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდება და ინტენსიური ზრუნვის პალატაში გადაყვანა ან ორგანიზმის მექანიკური ვენტილაცია ჟანგბადით; ესტროგენის ჯგუფის მდგომარეობა საკონტროლო ჯგუფის პაციენტების მდგომარეობას შედარდება.
ლოს-ანჯელესელი ექიმები ესტროგენზე მეტად, პროგესტერეონზე ამყარებენ იმედებს, ვინაიდან სწორედ პროგესტერეონს აქვს ანტი-ანთებითი თვისებები: თრგუნავს ანთების გამომწვევ იმუნურ უჯრედებს და ახალისებს იმუნიტეტის იმ უჯრედებს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგოდ მუშაობენ.
ამ ჰიპოთეზის თანახმად, პროგესტერონი იმუნური სისტემის გადამეტებულ რეაქციას - ციტოკინურ შტორმს ჩაახშობს და მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის განვითარებას შეუშლის ხელს.
ითვლება, რომ ორივე ჰორმონის მიცემა პაციენტებისთვის უსაფრთხოა, მით უმეტეს, მოკლე პერიოდის განმავლობაში. მონაწილეებს გააფრთხილებენ ჰორმონების შესაძლო გვერდით ეფექტებზე, რომელთა შორისაა მგრძნობიარობის გაზრდა მკერდის არეში და ალები - სხეულის უეცარი წამოხურება.