მეცნიერება

Covid-19 პაციენტების პოსტ-მორტემ შესწავლა




სტატია Postmortem Examination of Patients With COVID-19 სამედიცინო ჟურნალ JAMA Network-ში 21 მაისს გამოქვეყნდა. ავტორები: თინა შალერი, კლაუს ჰირშბული, კეტრინ ბურხარტი და სხვები ♦  

მეთოდები

2020 წლის 4-19 აპრილში გერმანიაში, აუგსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის მწვავე ფორმების მქონე გარდაცვლილი პაციენტების გვამები გამოიკვლიეს. 

გვამების გაკვეთის დროს ექიმებმა არსებული საუკეთესო პრაქტიკით იხელმძღვანელეს. ნიმუშები აიღეს ფილტვებიდან, გულიდან, ღვიძლიდან, ელენთიდან, თირკმლებიდან, თავის ტვინიდან, პლევრისა და ცერებროსპინალური [ზურგის ტვინის] სითხიდან. 

პოსტ-მორტემ ნაზოფარენგიალურ, ტრაქეულ, ბრონქიალურ ნაცხებსა და ცერებროსპინალურ სითხეში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საშუალებით ახალი კორონავირუსის ტესტი ჩაატარეს. კვლევის ეთიკურობა ადგილობრივმა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა, ხოლო წერილობითი ინფორმირებული თანხმობა გარდაცვლილების ყველაზე ახლო ნათესავებიდან აიღეს.

 

შედეგები

კლინიკაში Covid-19-ით გარდაცვლილი ათი პაციენტის გვამი შეისწავლეს. პაციენტების მედიანური ასაკი 79 წელი [64-90 წლებს შორის] იყო; 7 პაციენტი - მამაკაცი. კლინიკაში მიღების დროს ყველა მათგანის ნაზოფარენგიალური [ ზედა სასუნთქი გზა] სითხის ანალიზი SARS-CoV-2 დადებითს აჩვენებდა. პაციენტების კლინიკაში შესვლიდან გარდაცვალებამდე მედიანური პერიოდი იყო 7.5 დღე [1-26 დღეები].  

ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები იყო ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება. 9 პაციენტში გულ-მკერდის რენტგენმა ფილტვის ქსოვილების გამჭვირვალობის დაქვეითება აჩვენა, განსაკუთრებით ფილტვების შუა და ქვედა ნაწილში. 

გარდაცვლილი პაციენტების თანმხლები დაავადებები. მონაცემები © Jama Network, კვლევის ავტორები

მედიანური გამოთვლით, პაციენტებს ჰქონდათ ექიმებისთვის ცნობილი 4, ვირუსადმე არსებული, თანმხლები დაავადება  [0-6], ყველაზე დომინანტურად კი კარდიოვასკულარული დაავადებები. ახალი კორონავირუსის ინფექციამდე ფილტვები დაზიანებული ჰქონდა 4 პაციენტს. 

გვამის გაკვეთის დროს ან უშუალოდ სიკვდილამდე არც ერთ პაციენტს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არ ჰქონდა თრომბოემბოლური შემთხვევები.  

ყველა შემთხვევაში, მათ შორის იმ 6 პაციენტში, რომლებსაც ხელოვნური სუნთქვა არ ჩატარებიათ, დიფუზიური ალვეოლური დაზიანება [diffuse alveolar damage, DAD] ყველაზე ხშირად და მკვეთრად გამოხატული მდგომარეობა / შედეგი იყო. 

დიფუზიური ალვეოლური დაზიანება ფილტვის ყველა ნაწილში იყო შესამჩნევი, თუმცა დაზიანების მასშტაბები ლოკაციების მიხედვით განსხვავდებოდა და უფრო გამოხატული ფილტვების შუა და ქვედა ნაწილში იყო. 

Covid-19-ით გარდაცვლილი პაციენტების ფილტვების განაკვეთი, სადაც, უბნების მიხედვით, დაზიანების სხვადასხვაგვარი მასშტაბები ჩანს.  ფოტო © Jama Network, კვლევის ავტორები

დიდი გავრცელებით აღმოაჩინეს ადრეული ფაზის, ექსუდაციური მწვავე დიფუზიური ალვეოლური დაზიანება, რომელიც, როგორც წესი, იწვევს ჰიალინურ მემბრანულ წარმონაქმნს, შიდა ალვეოლურ ედემას [შეშუპება], ალვეოლური კედლების შეწებებას და პერივასკულარულ ლიმფოციტურ-პლაზმოციტურ ინფილტრაციას [გამკვრივება].  

სისტემური ალვეოლური დაზიანებები გამოხატული იყო ფიბრობლასტის გავრცელებით, ნაწილობრივი ფიბროზითა და პნევმოციტური ჰიპერპლაზიით, რომელმაც ალვეოლების ღრუს გამკვრივება და საბოლოოდ, ალვეოლური კოლაფსი გამოიწვია.  

ალვეოლური დაზიანების უბნები გამაგრებული იყო და ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზია შეინიშნებოდა.  სრულად ჩამოყალიბებული ფიბროზი მხოლოდ ერთ პაციენტს აღმოაჩნდა. 

მსუბუქი ლიმფოციტური მიოკარდიტისა და ეპიკარდიტის ნიშნები 4 და 2 შემთხვევებში შენიშნეს, შესაბამისად. ღვიძლის ჰისტოლოგიურმა კვლევამ ფიბროზის მინიმალური ნიშნები აჩვენა.

სხვა ორგანოებში მორფოლოგიურად ხილული პათოლოგიები არ აღმოჩნდა. 

არც ენცეფალიტი ან/და ცენტრალური ნერვული სისტემის ვასკულიტი აღმოჩნდა გარდაცვლილ პაციენტებში.  

გვამის გაკვეთის დროს SARS-CoV-2 ჯერ კიდევ იძებნებოდა პაციენტების სასუნთქ ტრაქტში.  პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით გაკეთებული ტესტერი SARS-CoV-2 დადებითს აჩვენებდა პლევრის ღრუში, მაგრამ უარყოფითი იყო ცერებროსპინალურ სითხეში.

 

 დისკუსია 

COVID-19-ის პაციენტების პოსტ-მორტემ შემოწმებამ ფილტვების ალვეოლების დაზიანება და SARS-CoV-2-ს ხანგრძლივი დაყოვნების მაჩვენებელი აჩვენა სასუნთქ ტრაქტში; სასუნქთი გზების შეუქცევადი დაზიანება გახდა კიდევაც პაციენტების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი, მათ შორის ისეთებში, რომლებიც ხელოვნურ სუნთქვაზე იყვნენ და მათშიც, რომლებიც ხელოვნურ სასუნთ აპარატებს არ იყვნენ მიერთებულნი.  

უცნობი დარჩა, გახდა თუ არა მიოეპიკარდიული ცვლილებები სისტემური ანთების მიზეზი თუ ეს ისედაც ჰქონდათ პაციენტებს. არსებულმა დაზიანებებმა კლასიკური მიოკარდიის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. არც ცენტრალური ნერვული სისტემა ჰქონდათ დაზიანებული პაციენტებს.  

ეს კვლევა შეზღუდულია: ის მცირე რაოდენობის პაციენტებში ჩატარდა ერთ სამედიცინო ცენტრში. 

გამოკვლეულ პაციენტებში ამ ინფექციას სხვა ორგანოების [ფილტვების გარდა] დაზიანების ანგარიშგასაწევი კვალი არ დაუტოვებია. 

COVID-19-ს მიერ ადამიანის სასუნთქი გზების დაზიანება სხვა ბეტაკორონავირუსების: SARS-ისა და MERS-ის მიერ გამოწვეულ დაზიანებას ჰგავდა. 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>