მეცნიერება

რუსეთი & ჩინეთი ახალი კორონავირუსის საკუთარ ვაქცინებს გლობალურად ავრცელებენ




ჩინეთი და რუსეთი ახალი კორონავირუსის საკუთარ ვაქცინებს გლობალურად ავრცელებენ.  დამტკიცებულ ვაქცინებს საჭირო კლინიკური კვლევები, რომლებიც მათ უსაფრთოხებასა და ეფექტურობას დაამტკიცებდა, ჯერ არ გაუვლიათ.

ჩინურმა ფარმაცევტულმა კომპანია "სინოფარმამ" ამ კვირას გამოაცხადა, რომ საკუთარი ვაქცინების გადაუდებელი საჭიროების მარაგებით, რომლებზეც ამჟამად კლინიკური კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მოამარაგებენ. ამჟამად ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს ამარაგებს ახალი კორონავირუსის ვაქცინებით. 

ამავე დროს, რუსეთის სამთავრობო პირდაპირი ინვესტირების ფონდმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანხმადაც ისინი ახალი კორონავირუსის ვაქცინა "სპუტნიკ V"-ით ინდოეთს მოამარაგებენ და 100 მილიონ დოზას გადასცემენ მათ.   

ამერიკის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მაგალითს შტატებმაც არ უნდა მიბაძოს და საკუთარი, ჯერ კიდევ შეუმოწმებელი, ვაქცინები მსოფლიოში ნაადრევად არ უნდა გაავრცელოს.

მომავალ წელს, რუსეთისა და ჩინეთის ძალაუფლება კიდევ უფრო გამყარდება  ამ ვაქცინებით. არის რისკი, რომ ვაქცინები აღარ იყოს ეფექტური და უფრო მეტიც: უსაფრთხო და ეს ნაჩქარევი ნაბიჯი დიდი ადამიანური დანაკარგის მიზეზი გახდეს.

"ნამდვილად საშინლად უპატიებელი გადაწყვეტილებაა,"- უთხრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გროსმანის სამედიცინო სკოლის სამედიცინო ეთიკის ხელმძღვანელმა ართურ კაპლანმა "ვოშინგტონ პოსტს", რუსული და ჩინური ვაქცინების მესამე ფაზის გარეშე გავრცელებაზე. "წარმოუდგენელია, მიჭირს ამის გააზრება."

კირილ დმიტრიევმა, რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც რუსული ვაქცინის წარმოებას ფინანსურად უჭერდა მხარს, თქვა, რომ რუსეთის მიმართ მესამე ფაზის გავლის გარეშე ვაქცინის გავრცელებაზე კრიტიკა დაუშვებელია, ვინაიდან, მისი თქმით, იგივე გააკეთეს სხვა ქვეყნებმაც. მისი თქმით, ვაქცინა დაარეგისტრირა ჩინეთმაც, ხოლო დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების ხელმძღვანლებმაც თქვეს, რომ შესაძლოა, მესამე ფაზის გავლის გარეშე დაარეგისტრირონ ვაქცინა.

"ასე რომ, კრიტიკის ეს ნაწილი მხოლოდ რუსეთის მიმართ აზრს მოკლებულია," - აღნიშნა დმიტრიევმა.

პრეზიდენტი ტრამპი ნამდვილად არის ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ამერიკული წარმოების ვაქცინის მალე გამოშვება უნდა, თუმცა, ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები ასე არ ჩქარობენ და შეუმოწმებელი ვაქცინის დამტკიცებაზე თანახმანი არ არიან

ჩინური მედიის ცნობით, ჩინელმა დიპლომატებმა, სამხედრო პირებმა, ჯანდაცვის წინა ხაზის მუშაკებმა და სამთავრობო სააგენტოების თანამშრომლებმა მიიღეს "სინოფარმას" ვაქცინა. ჩინელი ხალხის უდიდეს ნაწილს ეს ვაქცინა ჯერ არ მიუღია, თუმცა, პეკინმა უკვე საზღვარგარეთ გააგზავნა ჯერ კიდევ ჯეროვნად შეუმოწმებელი საკუთარი ფარმაცევტული ნაწარმი: იქ, სადაც საკუთარი ძალაუფლების გამტკიცება სურს.

"სინოფარმას" ვაქცინების მესამე ფაზის კვლევები იორდანიასა და ბაჰრეინშიც მიმდინარეობს. 

"სინოფარმის" ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ფაზაში ეგვიპტეც ჩაერთვებაქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ამაზე 1 სექტემბერს განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რომ ბრიტანულ-შვედურმა კომპანია "ასტრაზენეკამ" დროებით შეაჩერა ახალი კორონავირუსის ვაქცინის წარმოების მესამე ფაზა, რადგან ერთ-ერთი მოხალისე ავად გახდა, სავარაუდოდ, თანმხლები დაავადების გამო [ავად გახდომის მიზეზი საჯარო არ გამხდარა]. მას შემდეგ მულტიცენტრული კვლევები ისევ განახლდა, მაგრამ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეგვიპტემ "ასტრაზენეკასთან" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კომპანიისგან 30 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა შეესყიდა. 

რუსმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ "სპუტნიკ V' უკვე გააგზავნეს რუსეთის რეგიონებში და მას, პირველ რიგში, ჯანდაცვის მუშაკებსა და მასწავლებლებს გაუკეთებენ.

ინდოეთი, ბრაზილია, მექსიკა და ყაზახეთი რუსული ვაქცინის შესყიდვაზე თანახმანი არიან.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინების მესამე ფაზის გავლის გარეშე მიღებას დიდი რისკები ახლავს თან. პატარა კვლევების დროს ასეთი რისკები შეიძლება, გაიპაროს. სწორედ ამისთვის არსებობს კლინიკური კვლევების მესამე ფაზა: ის წლების განმავლობაში მიმდინარეობს მანამ, სანამ ფარმაცევტული პროდუქტი საყოველთაო მოხმარებისთვის დამტკიცდება. 

თუმცა, თუ ჩინური ვაქცინა გაამართლებს და კარგი გამოდგება, ჩინეთი ორმაგად იხეირებს: როგორც ეკონომიკური, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით და მის ახალ ვაქცინას ეფექტურად გამოიყენებს, რომ დიპლომატიურ მექანიზმს, თავის სასარგებლოდ. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ჩინეთი ძალიან ჩქარობენ ახალი კორონავირუსის ვაქცინის გავრცელებას მთელს მსოფლიოში, საწარმოო შესაძლებლობები მაინც საკმარისზე ბევრად ნაკლებია. ორივე ქვეყანა ამბობს, რომ მთელი მათი წარმოება საკუთარი მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს ეყოფა. 

ჟუ ზონგმა, "სინოფარმას" აღმასრულებელმა დირექტორმა, გასულ კვირას ჩინეთის სახელმწიფო რადიოს უთხრა, რომ მისი კომპანია პირველ წელს 300 მილიონ დოზას აწარმოებს. იქიდან გამომდინარე, რომ ერთ ადამიანს ამ ვაქცინის ორი დოზა სჭირდება, ეს ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ მეათედს დაფარავს. მისი თქმით, ვაქცინები უფრო ხელმისაწვდომი დეკემბრიდან გახდება. 

საკუთარი ქვეყნის გარეთ არსებული კვლევის მულტიცენტრული ცენტრები ჩინეთის დიპლომატიურ მექანიზმებს აძლიერებს. ამჟამად ჩინური ვაქცინის მულტიცენტრული კვლევის მესამე ფაზაში ჩართულნი არიან შემდეგი ქვეყნები: არგენტინა, ბაჰრეინი, ბრაზილია, ბანგლადეში, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, მაროკო, პერუ, რუსეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

რუსეთში, აგვისტოში, დამოუკიდებელმა ორგანიზაცია "ლევადას ცენტრმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა რუსული ვაქცინის სანდოობაზე. 1 600 გამოკითხული რესპონდენტის 54-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ არ სურდათ რუსული ვაქცინის კვლევაში მოხალისეობა, არ ენდობიან მას და მისი ასეთი სწრაფი დამტკიცება ეჭვებს აღძრავს.

 

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

♦  The Lancet ახალი კორონავირუსის რუსული ვაქცინის შესახებ

♦  რამდენად უსაფრთხოა ახალი კორონავირუსის რუსული ვაქცინა სპუტნიკ V?

♦  სანამ ვაქცინები გამოცდას გადიან

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>