2018 წლის 22 იანვარს აჭარაში, კერძოდ კი შუახევის სოფელ დარჩიძეებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხეების უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ინსპექტირების აქტის მიხედვით, მოჭრილი იყო სხვადასხვა ჯიშის 26 ძირი, პირველი ხარისხის ხე-ტყე. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1089 ლარი შეადგინა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის უცნობია, ვინ ჩაიდინა დანაშაული.
საქმე გამოსაძიებლად ხელვაჩაურის პროკურატურის პროკურორს, შოთა ხორავას გადაეგზავნა.
საჯარო მონაცემები:
1) ხეების ჭრის აქტი;
2) მიმართვა პროკურატურას.