|
მეცნიერება
ერთი გარდაცვლილი ვაქცინის კვლევის დროს
რიო-დე-ჟანეირო - გასულ ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, ახალი კორონავირუსის ოქსფორდისა და კომპანია "ასტრაზენეკას" ვაქცინის მულტიცენტრული კლინიკური კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ბრაზილიის ცენტრში გარდაიცვალა.
ბრაზილიის ჯანმრთელობის ზედამხედველობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მიმდინარე კლინიკური კვლევების ხარისხს აკონტროლებს, დაადასტურა, რომ ამ ვაქცინის დიზაინს ოქსფორდის უნივერსიტეტი ქმნის, ხოლო შემდეგ კი ბრიტანულ-შვედური კომპანია ასტრაზენეკა აწარმოებს.
ბრაზილიური გაზეთი O Globo, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მონაწილე საკონტროლო ჯგუფში იყო და არა ვაქცინის ჯგუფში. ახალი ამბების სააგენტო G1-მა დაწერა, რომ ეს მოხალისე 28 წლის ექიმი იყო, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში COVID-19 პაციენტებს მკურნალობდა.
ბრაზილიის ჯანმრთელობის ზედამხედველობის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ მან უკვე იცოდა მოხალისის გარდაცვალების შესახებ, თუმცა, კვლევის საერთაშორისო კომიტეტისგან კვლევის გაგრძელების რეკომენდაცია მიიღო.
კვლევის პროტოკოლის თანახმად, მონაწილეების ნახევარი ექსპერიმენტულ ვაქცინას იღებს, ნახევარი კი უკვე დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკაში მიღებულ მენინგიტის ვაქცინას, რომელიც უსაფრთხოა. როგორც სხვა დანარჩენი კვლევის შემთხვევაში, ამ შემთხვევასაც საერთაშორისო დამოუკიდებელი რევიურები აფასებენ, თუ რამე ისეთი მოვლენა მოხდება, როგორიცაა მონაწილის ავად გახდომა ან გარდაცვალება.
ნებისმიერი სამედიცინო მოვლენა, რაც შეიძლებოდა ექსპერიმენტულ ვაქცინას გამოეწვია, შეწყვეტდა ან დროებით შეაჩერებდა კვლევის პროცესს. თუმცა, ბრაზილიაში ასე არ მომხდარა.
კომპანია ასტრაზენეკას წარმომადგენელმა "ვაშინგტონ პოსტს" უთხრა, რომ ის კომენტარს ვერ გააკეთებდა ინდივიდუალურ შემთხვევებზე, კონფიდენციალურობის და კლინიკური კვლევის წესების გამო.
"გიდასტურებთ, რომ ყველა წესს ვიცავთ," - უთხრა "პოსტს" კომპანიის სპიკერმა, ბრენდან მაკივოიმ. "კლინიკური კვლევის დროს ყველა მნიშვნელოვან სამედიცინო მოვლენას კვლევის ხელმძღვანლები აფასებენ. კვლევის უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი კომიტეტიც ჩართულია, ვიცავთ ეროვნული მარეგულირებლების წესებს. მათი შეფასებების თანახმად, კვლევის გაგრძელებაზე ყველა თანხმდება."
ოქსფორდის უნივერსიტეტმაც დაადასტურა, რომ მოხალისის გარდაცვალება დამოუკიდებელმა კომიტეტმა გამოიკვლია.
"ბრაზილიის შემთხვევა ფრთხილად განვიხილეთ. კვლევის უსაფრთხოებაზე გამოწვევები არ არსებობს. დამოუკიდებელმა კომიტეტმა და ბრაზილიის მარეგულირებელმა კვლევის გაგრძელების რეკომენდაცია მოგვცა," - განაცხადა უნივერსიტეტმა.
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია ასტრაზენეკას ერთობლივი კვლევა ერთი თვის წინ დროებით გაჩერდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მონაწილე გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა.
ერთი მოხალისის ავად გახდომის შემდეგ, ასტრაზენეკამ მალევე განაახლა ეს კვლევა ბრაზილიაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში.
კვლევა აქამდე არ განახლებულა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
♦ ახალი კორონავირუსის ვაქცინების კანდიდატების ცნობარი
♦ პაციენტის ავად გახდომის გამო, Johnson & Johnson-მა ვაქცინის კვლევა დროებით შეაჩერა
|