მეცნიერება

F.D.A.-მ COVID-19-ის სახლის პირობებში დიაგნოსტიკის სამედიცინო საშუალება დაამტკიცა




17 ნოემბერს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] საგანგებო რეჟიმში [Emergency Use Authorization, EUA] დაუშვა სამედიცინო დიაგნოსტიკური საშუალება - ტესტერი Lucira COVID-19, რითაც ადამიანებს სახლშიც შეეძლებათ COVID-19-ის დადასტურება ან უარყოფა.

Lucira COVID-19 ტესტერების კომპლექტი მოლეკულური, ერთჯერადი ტესტერია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ახალ კორონავირუსს აღმოაჩენს. 

Lucira COVID-19 ტესტერების ნაკრები 14 წელს ზემოთ პაციენტებისთვისაა, რომლებზეც ვირუსის ქონის ეჭვი არსებობს.  ტესტერი ბიოლოგიურ ნიმუშად ცხვირ-ხახის ნაცხს იყენებს. 

სახლის პირობების გარდა, მას ასევე გამოიყენებენ სამედიცინო დაწესებულებებში, ყველა ასაკის პაციენტებში, მაგრამ ამ შემთხვევაში ნიმუში მხოლოდ სამედიცინო მუშაკმა უნდა აიღოს, - თუ პაციენტი 14 წელს ქვემოთაა.  

ამ ტესტერის გამოყენების უფლება მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.

საკუთარ ბიოლოიგურ ნიმუშს ადამიანი თვითონ იღებს ხახიდან, რომელსაც ათავსებს ამ მოწყობილობაზე. 30 წუთში ან ოდნავ ნაკლებ დროში, ტესტერი პასუხს იძლევა, positive/ დადებითი ან - negative/უარყოფითი ნიშნების ანთების შედეგად.

 

ამავე თემაზე:

F.D.A.-მ COVID-19-ის სამკურნალოდ საგანგებოდ დაუშვა მონოკლონური ანტისხეულებით - Bamlanivimab-ით მკურნალობა

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>