11 დეკემბერს, ფრანგულმა კომპანია Sanofi-მ და ბრიტანულმა კომპანია GSK-მ გამოაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის ერთობლივი ვაქცინის კლინიკური კვლევების მონაცემები იმედის მომცემი აღარ არის. მართალია, ამ ვაქცინამ ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა გამოუმუშავა 50 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებს, მაგრამ ასაკით უფროს ადამიანებში ძლიერი იმუნური პასუხი ვერ გამოიწვია.
კლინიკური კვლევის მეორე ფაზას, განსხვავებული ფორმულით, ეს ჯგუფი თებერვალში დაიწყებს. თუ ახალი ფორმულის ვაქცინა უკეთესი იქნება, ჯგუფი მესამე ფაზაშიც გადავა.
კომპანიები ფიქრობენ, რომ წარმატების შემთხვევაში, მათი ვაქცინა 2021 წელს გამოვა.
ინფორმაცია ამ ვაქცინაზე
კატეგორია: პირველი და მეორე, კომბინირებული ფაზები
შემქმნელები: ფრანგული კომპანია Sanofi და ბრიტანული კომპანია GSK
ვირუსის რნმ-ის მატარებელ ვაქცინასთან ერთად, Sanofi fi-მ, ვირუსის ცილების გამოყენებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა. Მათ ეს ცილები ხელოვნურად შექმნილი ვირუსის დახმარებით შექმნეს, რომელიც მწერის უჯრედებში მრავლდება. GSK-მ ამ ცილებს ადიუვანტი დაუმატა, - ნივთიერება, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. ვაქცინა იმავე დიზაინს ეფუძნება, რომელიც Sanofi-მ Flublok-ის, ინფლუენზას საწინააღმდეგოდ დამტკიცებული ვაქცინისთვის, გამოიყენა. ორივე კომპანიამ პირველი და მეორე ფაზის კლინიკური ცდა სექტემბერში დაიწყო. ისინი მესამე ფაზის კლინიკური ცდის დაწყებას დეკემბერში გეგმავენ და ელიან, რომ ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის შუაგულს ექნებათ.
კლინიკური ცდების დაწყებამდე Sanofi-მ, ვაქცინის მომარაგების თაობაზე, რამდენიმე მსხვილ შეთანხმებას მოაწერა ხელი. Მათ შორისაა, 2.1 მილიარდიანი შეთანხმება აშშ-თან მათთვის 100 მილიონი დოზა ვაქცინის დამზადების თაობაზე. 18 სექტებერს, ისინი ევროკავშირსაც შეუთანხმდნენ, რომ 300 მილიონ დოზა ვაქცინით მოამარაგებდნენ, თუმცა რა თანხას გადაიხდის ამაში ევროკავშირი, უცნობია. Მოგვიანებით, კომპანია კანადასთანაც მორიგდა 72 მილიონ ვაქცინის დოზის თაობაზე. Sanofi ასევე შეუთანხმდა COVAX-სს, რომ ვაქცინის დიდ მარაგს მსოფლიოსთვის მას გადასცემს. COVAX [Access to COVID-19 Tools Accelerator] საერთაშორისო შეთანხმებაა ვაქცინის მსოფლიო მასშტაბით თანაბრად და სამართლიანად განაწილების თაობაზე. Sanofi 2021 წელს ერთი მილიარდი დოზა ვაქცინის შექმნას გეგმავს.