4 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო მარეგულირებელმა: სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] ახალი კორონავირუსის ორ ამერიკულ ვაქცინაზე [Moderna & Pfizer-BioNTech] შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:
"ორმა სხვადასხვა mRNA ვაქცინამ მოზარდებში COVID-19-ის პრევენციის თვალსაზრისით შესანიშნავი ეფექტურობა აჩვენა - დაახლოებით 95%.
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ უსაფრთოების უზრუნველყოფის გამო ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინების სწორედ ისეთი წესებით მიღება, როგორიც ეს მარეგულირებელს აქვს დამტკიცებული: ამ ვაქცინებმა სწორედ ასე აჩვენეს ეფექტურობა დიდ, რენდომიზებულ კლინიკურ კვლევებში.
თვალ-ყურს ვადევნებთ მედიაში მიმდინარე დისკუსიას დოზების შემცირების, ორ დოზას შორის ხანგრძლივობის გაზრდის, დოზების ცვლილების [მხოლოდ ნახევარი დოზის მიღების], ვაქცინების შერევის ან ორი სხვადასხვა ვაქცინის კომბინირების შესახებ.
ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია კლინიკური კვლევების შეფასების დროს. თუმცა, მოცემულ მომენტში, ხსენებული ვაქცინების დოზებსა და მიღების წესებში ცვლილებების შეტანა ნაადრევია და მას მყარი სამეცნიერო მტკიცებულება არ უმაგრებს ზურგს.
შესაბამისი კლინიკური მტკიცებულებების გარეშე ვაქცინირების წესებში ცვლილების შეტანამ, შესაძლოა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთოებას რისკები შეუქმნას და COVID-19-ისგან მოქალაქეების დაცვის მიზნით უპრეცედენტო ვაქცინაციას პრობლემები შეუქმნას.
კლინიკური მონაცემების თანახმად, ამ ორი ვაქცინის მიღება იმავე დოზებით და ინტერვალით უნდა გაგრძელდეს, როგორც ეს დამტკიცდა, საგანგებო რეჟიმის ფარგლებში.
Pfizer-BioNTech-ის შემთხვევაში, ინტერვალი უნდა იყოს 21 დღე, პირველ და მეორე დოზას შორის. რაც შეეხება Moderna-ს ვაქცინას: ინტერვალი 28 დღე უნდა იყოს.
არასწორად ინტერპრეტირდება ის მონაცემები, რაც კომპანიებმა მოგვაწოდეს. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შემთხვევაში, მესამე ფაზაში მონაწილეების 98%-მა, Moderna-ს შემთხვევაში მონაწილეების 92%-მა პრიცენტმა ვაქცინები სწორედ ორი დოზით მიიღეს, სამი და ოთხი კვირის გამოშვებით, შესაბამისად.
მწირი ინფორმაცია არსებობს კლინიკური კვლევების იმ მონაწილეებზე, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა [სხვადასხვა მიზეზით] არ მიიღეს. შესაბამისად, ვერ დავასკვნით, როგორი ეფექტი ჰქონდა მხოლოდ ერთ დოზას. არ გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რამდენი ხანი და რა ხარისხით დაიცვა ვაქცინის მხოლოდ ერთმა დოზამ მოქალაქეები.
თუ მოქალაქეები ამ ვაქცინებიდან მხოლოდ ერთ დოზას მიიღებენ, შესაძლოა, ცრუ დაცულობის გრძნობა გაუჩნდეთ მაშინ, როდესაც, რეალურად, არ იყონ დაცულები.
მცდარი მოსაზრებებით ითვლება, რომ დოზის შემცირების შემთხვევაში, მეტი ადამიანი უფრო სწრფად მიიღებს ვაქცინას. თუმცა, ისეთმა ცვლილებებმა, რომლებსაც სამეცნიერო მტკიცებულებები არ უმაგრებს ზურგს, შესაძლოა, კონტრპროდუქტიულნი იყვნენ და სიკეთის ნაცვლად, სავალალო შედეგი გამოიღონ.
ჩვენ დრო არ დაგვიშურებია, რომ მონაცემები გაგვეანალიზებინა და ჩვენი გადაწყვეტილება მეცნიერებასა და მონაცემებს დაყრდნობოდა. იქამდე, სანამ ვაქცინების მწარმოებლებს სხვა მონაცემები არ ექნებათ, ჩვენ რეკომენდაციას სწორედ იმ დოზირებასა და მიღების კალენდარს ვუწევთ, როგორც თავიდან დავამტკიცეთ."
ამავე თემაზე:
♦ ახალი კორონავირუსის ვაქცინების ცნობარი