საქართველოში ახალი კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ოთხი მწარმოებლის ვაქცინებით აიცრნენ: "პფაიზერის," "ასტრაზენეკას," "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით.
ვაქცინების დანაკარგები
ვაქცინა მაშინ იკარგება, როდესაც ფლაკონი იხსნება, მაგრამ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში საკმარისი რაოდენობის მსურველების არარსებობის გამო, ვაქცინების ნაწილი უკვე აღარ არის ვარგისი, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის გამო.
"კაქტუსისთვის" NCDC-ს მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 7 თებერვლის ჩათვლით, სულ 30 717 დოზა ვაქცინა დაიკარგა.
ვაქცინების დანაკარგები არის საქართველოს ყველა რეგიონში.
დანაკარგების გეოგრაფიული გადანაწილება ასეთია:
♦ თბილისი → 13 906
♦ აჭარა → 2 902
♦ გურია → 1 713
♦ იმერეთი → 5 148
♦ კახეთი → 1 973
♦ მცხეთა-მთიანეთი → 744
♦ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი → 322
♦ სამეგრელო და ზემო სვანეთი → 628
♦ სამცხე-ჯავახეთი → 849
♦ ქვემო ქართლი → 1 686
♦ შიდა ქართლი → 846
♦ მონაცემები განახლდება თვეში ერთხელ. ინფორმაცია განახლებულია ვაქცინაციის დაწყებიდან 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 7 თებერვლის ჩათვლით.