მითი: ვაქცინა აუტიზმს იწვევს = მტკიცებულება მცდარია.
ფაქტები:
♦ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ წითელას, ყბაყურას და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა [MMR] [ან ნებისმიერი სხვა ვაქცინა] იწვევს აუტიზმს ან აუტისტური სპექტრის აშლილობას.
♦ 1998 წლის კვლევა, რომელშიც განიხილებოდა MMR ვაქცინასა და აუტიზმს შორის შესაძლო ურთიერთკავშირი, მოგვიანებით დაუსაბუთებლად მიიჩნიეს და სტატია უკან გაიწვია იმავე ჟურნალმა, რომელშიც ის თავდაპირველად დაიბეჭდა.
♦ 2010 წელს, ამ სტატიის ავტორი, ენდრიუ უეიკფილდი, საერთო სამედიცინო საბჭომ, სერიოზულ პროფესიულ გადაცდომაში დამნაშავედ მიიჩნია და მას დიდ ბრიტანეთში სამედიცინო სფეროში მუშაობა ეკრძალება.
♦ 2002 წელს, დანიაში, 537 303 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობს კავშირი MMR ვაქცინასა და აუტიზმს შორის. კვლევის თანახმად, ამ ბავშვების ვაქცინაციის დროს ასაკთან, ვაქცინაციის შემდეგ გასულ დროსთან და ვაქცინაციის თარიღთან, აუტისტური აშლილობის განვითარების კავშირი არ ვლინდება.
მითი: ბავშვისთვის, ერთ ჯერზე, ერთ ვაქცინაზე მეტით აცრას შეუძლია საზიანო გვერდითი მოვლენების რისკის გაზრდა და ბავშვის იმუნური სისტემის გადატვირთვა = ეს მტკიცებულება მცდარია.
ფაქტები:
♦ მეცნიერულიად მტკიცდება, რომ ერთ ჯერზე რამდენიმე ვაქცინის გაკეთებას ბავშვების იმუნურ სისტემაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.
♦ ბავშვები ყოველდღე რამდენიმე ასეულ უცხო ნივთიერებასთან არიან კავშირში, რასაც იმუნიტეტი ებრძვის და ამარცხებს
♦ ბავშვი გრიპისა და ყელის ტკივილს დროს უფრო მეტ ანტიგენთანაა შეხებაში, ვიდრე ვაქცინაციის დროს.
კომბინირებული ვაქცინები:
♦ კომბინირებული ვაქცინით აცრით, კლინიკაში განმეორებითი ვიზიტებისგან ზოგავთ დროსა და ფულს;
♦ ნაკლები ინექციის გამო, ბავშვს დისკომფორტს არიდებთ;
♦ ასე ზრდით ალბათობას, რომ ბავშვი, ეროვნული ვაქცინაციის განრიგის მიხედვით გათვალისწინებულ, ვაქცინების სრულ ნაკრებს მიიღებს
მითი: ვაქცინები შეიცავს მერკურის, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია = ეს მტკიცებულება მცდარია.
ფაქტები:
♦ თიომერსალი ორგანული ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ვერცხლისწყალს და როგორც კონსერვანტი/შემნახველი, ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში შედის.
♦ სულ რამდენიმე ვაქცინა შეიცავს თიომერსალს.
♦ მერკური ბუნებრივი ელემენტია, რომელსაც ჰაერი, წყალი და მიწა შეიცავს.
♦ ვაქცინაში დამატების შემთხვევაში, თიომერსალს ძალიან მცირე დოზით იყენებენ.
♦ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის სამტკიცებლად, რომ ვაქცინებში გამოყენებული თიომერსალი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
მითი: ავადმყოფობა არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სწორად დავიცავთ ჰიგიენის და სანიტარულ ნორმებს = ეს მტკიცებულება მცდარია.
ფაქტები:
♦ ბევრი ინფექცია ჩვენი ჰიგიენური უნარ-ჩვევებისგან დამოუკიდებლად ვრცელდება.
♦ თუ საზოგადოება არ არის ვაქცინირებული, ის დაავადებები, რომლებიც დღეს იშვიათად გვხვდება - პოლიომიელიტი და წითელა - სწრაფად დაბრუნდება უკან.
მითი: დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა [DTP] და პოლიომიელეტის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს ჩვილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომს = ეს მტკიცებულება მცდარია.
ფაქტები:
♦ არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინით აცრასა და ჩვილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომს შორის.
♦ თუმცა, ამ ვაქცინების პერიოდი ემთხვევა დროს, როცა ბავშვს შესაძლოა, ჩვილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი დაემართოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი ემთხვევაა ვაქცინაციის პერიოდს და ჩვილს ეს, ვაქცინაციისგან დამოუკიდებლადაც, დაემართებოდა.
მითი: ბავშვობის ის დაავადებები, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობს, მაინც მოსახდელია და ამას ვერ შეცვლი, ეს ცხოვრების კანონზომიერებაა = ეს მტკიცებულება მცდარია.
ფაქტები:
♦ თუ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს, ამ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია. დაავადებები ცხოვრების კანონზიმიერება არაა.
♦ ის დაავადებები, რომელთა აცილება ვაქცინით შესაძლებელია, სერიოზულია და, შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ამ გართულებებს შორისაა პნევმონია, ენცეფალიტი, უსინათლობა, დიარეა, ყურის ინფექციები, თანდაყოლილი წითურას სინდრომი და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
♦ ასეთი ტანჯვის აცილება ვაქცინებითაა შესაძლებელი. თუ ბავშვს ამ დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინით არ აცრით, ის დაავადებისგან დაუცველი და მოწყვლადი იქნება.
♦ ვაქცინები უფრო იაფია, ვიდრე კარანტინი, ვირუსის იდენტიფიკაცია და ეპიდემიასთან დაკავშირებული სხვა შემზღუდველი აქტივობები.
მითი: სჯობს იმუნიტეტი მოიპოვო დაავადების გადატანით და არა ვაქცინაციით = ეს მტკიცებულება მცდარია.
ფაქტები:
♦ იმუნიტეტი ვაქცინაზე ისევე რეაგირებს, როგორც თავად ინფექციაზე.
♦ ინფექციით იმუნიტეტის გამომუშავების საფასური შესაძლოა იყოს გონებრივი ჩამორჩენილობა, რასაც ჰემოფილუს ინფლუენზას B ტიპი იწვევს; თანდაყოლილი დეფექტები, რასაც თანდაყოლილი წითურას სინდრომი იწვევს; ღვიძლის სიმსივნე - B ჰეპატიტის ვირუსისგან ან წითელასგან სიკვდილი.
მითი: ბევრმა ადამიანმა, ვისაც წარსულში ვაქცინა არ გაუკეთებია, დიდხანს ჯანმრთელად იცხოვრა. ამიტომ, ვაქცინაციის საჭიროება არ არსებობს = ეს მტკიცებულება მცდარია.
ფაქტები:
♦ წითელას ვაქცინის შექმნამდე, ადამიანების 90%, 10 წლამდე ასაკამდე, ამ დაავადებით ინფიცირდებოდა.
♦ წითელათი ავადმყოფობის 1000 შემთხვევიდან 1 ფატალურად სრულდება
♦ ბევრი მათგანი, ვინც ამ ავადმყოფობას გადაურჩა, წითელათი გამოწვეული გართულებებით დიდხანს, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა.
♦ მიუხედავად იმისა, რომ დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობს, შესაძლოა რბილად წარიმართოს, სჯობს იყოთ დაცული, რადგან არასოდეს იცით რამდენად სერიოზულად განვითარდება ავადმყოფობა თქვენს შემთხვევაში.
მითი: ვაქცინირებულ ბავშვებს მეტად ემართებათ ალერგია, ავტოიმუნური და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული დაავადებები, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც არ აცრილან.
ფაქტები:
♦ ვაქცინები ჩვენ იმუნურ სისტემას კონკრეტულ პათოგენზე რეაგირებას ასწავლიან.
♦ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია კავშირშია მოგვიანებით ალერგიულ, ავტოიმუნურ და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებასთან.
მითი: ვაქცინაციის გამოა ნაწილობრივ, რომ მსოფლიოში კიბოს შემთხვევები გაიზარდა = ეს მტკიცებულება მცდარია.
ფაქტები:
♦ ვაქცინები არ იწვევს კიბოს
♦ ვაქცინა ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ რამდენიმე სახის კიბოს ასაცილებლად გამოიყენება. მათ შორისაა საშვილონოს, ანალური, მამაკაცის სასქესო ორგანოს და ოროფარინგალური კიბო.
♦ მსოფლიოში, ბოლო 50 წლის მანძილზე კიბოს შემთხვევების მატება, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ბევრი ფაქტორით, მათ შორისაა შეცვლილი ცხოვრების წესი, გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა და უკეთესი დიაგნოსტიკური საშუალებები.
მითი: ვაქცინები, შესაძლოა, შეიცავდნენ მიკროჩიპებს, რისი საშუალებითაც მთავრობას აცრილი ადამიანის თვალთვალი შეუძლია = ეს მტკიცებულება მცდარია
ფაქტები:
♦ მსგავსი რამ ტექნიკურად შეუძლებელია
♦ ვაქცინების წარმოება შეზღუდულ პირობებში ხდება
♦ ბევრი ფლაკონში ჩამოსხმული ვაქცინა ერთზე მეტი ადამიანისთვისაა განკუთვნილი [მაგალითად, ერთი ფლაკონი 10 დოზას უდრის], ეს ინდივიდუალურად თითოეული ადამიანის თვალთვალს წარმოუდგენელს ხდის.