მეცნიერება

მითები და ფაქტები COVID-19-ის ვაქცინების შესახებ




ახლა, როდესაც COVID-19-ის ავტორიზებული და რეკომენდებული ვაქცინები არსებობს, ვაქცინებზე ზუსტი ინფორმაციის ფლობა დიდ როლს თამაშობს და დაგეხმარებათ შეაჩეროთ ის გავრცელებული დეზინფორმაცია, რაც საზოგადოებაში არსებობს. 

 

საიდან უნდა ვიცოდე, COVID-19-ის რომელი  ვაქცინა არის კარგი?

სანამ ინფორმაციას გაეცნობით, დარწმუნდით, რომ ის სანდო წყაროდან მოდის. 
 
 
უსაფრთხოა თუ არა ჩემთვის COVID-19-ის ვაქცინა და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვილზე მომავალში? 
 
დიახ, COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხოა. 
 
ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ COVID-19-ის ვაქცინაცია იწვევს ორსულობასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას, მათ შორის პლაცენტის განვითარების თვალსაზრისით. 
 
 
შეცვლის თუ არა COVID-19-ის ვაქცინა ჩემს დნმ-ს? 
 
არა, არ შეცვლის.
 
COVID-19-ის ვაქცინები არანაირად არ ცვლის და არ ურთიერთქმედებს თქვენს დნმ-თან.
 
ამჟამად არსებობს COVID-19-ის ვაქცინის რამდენიმე ტიპი, მათ შორის: მესენჯერის RNA [mRNA] და ვირუსული ვექტორული ვაქცინები. როგორც mRNA, ასევე ვირუსული ვექტორული ვაქცინები ინსტრუქციებს [გენეტიკური მასალას] აწვდიან ჩვენს უჯრედებს, რომ მომავალში დაიცვან ვირუსისგან და ორგანიზმმა გამოიმუშავოს იმუნიტეტი. 
 
ვაქცინის მასალა არასდროს შედის უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ.
 
ეს ნიშნავს, რომ ვაქცინების გენეტიკური მასალა ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ჩვენს დნმ-ზე და ვერ შეცვლის მას. COVID-19-ის ყველა ვაქცინა მუშაობს სხეულის ბუნებრივ დამცავებთან, რათა უსაფრთხოდ განვითარდეს იმუნიტეტი დაავადებების მიმართ.
 
 
COVID-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ თუ COVID-19-ის ტესტი ჩავიტარე, იქნება თუ არა ის დადებითი?
 
არა, არ იქნება.
 
არც ერთი ავტორიზებული და რეკომენდებული COVID-19-ის ვაქცინა არ იწვევს დადებით პასუხს COVID-19-ის ტესტზე,  რომლებიც გამოიყენება იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა მიმდინარე ინფექცია. 
 
 
შეიძლება თუ არა COVID-19-ის ვაქცინამ ახალი კორონავირუსით დამაინფიციროს?
 
არა, ასე არ ხდება.
 
არც ერთი ავტორიზებული და რეკომენდებული COVID-19-ის ვაქცინა, რომელიც ამჟამად ან დაშვებულია, ან იცდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. ეს ნიშნავს, რომ COVID-19-ის ვაქცინა ვერ დაგაავადებთ COVID-19-ით. 
 
COVID-19-ის ვაქცინები ასწავლიან ჩვენს იმუნურ სისტემას, როგორ ამოიცნონ და ებრძოლონ ვირუსს, რომელიც იწვევს COVID-19-ს. ზოგჯერ ამ პროცესმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა, მაგალითად, ცხელება. ეს და სხვა სიმპტომები ნორმალურია და იმის ნიშანია, რომ სხეული იცავს თავს  ვირუსის იმ ფრაგმენტებისგან, რომელსაც ვაქცინა შეიცავს. 
 
ჩვეულებრივ, ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმს რამდენიმე კვირა სჭირდება, რომ იმუნიტეტი გამოიმუშავოს. ეს ნიშნავს, რომ, შესაძლებელია, ადამიანი დაინფიცირდეს ვირუსით COVID-19-ის ვაქცინაციამდე ან უშუალოდ მის შემდეგ და მაინც დაავადდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ვაქცინას არ ჰქონდა საკმარისი დრო დაცვის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, ვაქცინაციიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში საჭიროა, რომ თავი დამატებით დავიცვათ შესაძლო დაინფიცირებისგან. 
 
 
არის თუ არა სავალდებულო ვაქცინების მიღება? 
 
სახელმწიფო მოქალაქეს არ სთხოვს ვაქცინის სავალდებულოდ მიღებას. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. 
 

 

ინფორმაციის წყაროა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, CDC - Myths and Facts about COVID-19 Vaccines

 

  მასალა მოამზადა ილია ჯახაიამ. ილია ბიოსამედიცინო და გენეტიკური ინჟინერიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტია. ილიას ინტერესების სფეროა თავის ტვინის ნეირობიოლოგია. ილია ჩართულია არაერთ პროექტში, რომელიც სამედიცინო მეცნიერებასა და დიპლომატიას უკავშირდება.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>