ეპიდემიის დროს მზადყოფნის ინოვაციის დანერგვის კოალიციამ [The Coalition for Epidemic Preparedness Innovations, CEPI] გამოაცხადა, რომ თანადააფინანსებს ოქსფორდის უნივერსიტეტის უკვე მიმდინარე კვლევას, რომელიც COVID-19 სხვადასხვა ვაქცინის შერეული რეჟიმების მუშაობას სწავლობს.
CEPI ამ კვლევისთვის 5 მილიონ ფუნტს გამოყოფს, ხოლო დიდი ბრიტანეთის მთავრობა - 2.1 მილიონ ფუნტს. ამ კვლევას ასევე უჭერს მხარს ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტი.
კვლევაში ჩაერთვებიან 50 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები, რომლებმაც ბოლო 8-12 კვირის განმავლობაში უკვე მიიღეს Oxford-AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNtech-ის პირველი, ე.წ. ‘prime’ დოზა. კვლევის მონაწილეები მეორე, ე.წ. "ბუსტერს" მიიიღებენ სხვა ვაქცინისას, - ერთ-ერთს, რომელიც COVAX-ის ვაქცინების პორტფოლიოს ნაწილია და რომელიც მნიშვნელოვან მონაცემებს შესძენს ვაქცინების მუშაობის შესახებ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში, კვლევაში ჩაერთვებიან Moderna-სა and Novavax-ის ვაქცინები.
კვლევის დიზაინის მიზანია შეაფასოს, რამდენად მუშაობს სხვადასხვა ვაქცინების "შერევისა და დაწყვილების" ["mix and match"] მიდგომა - ან როგორია ის სტანდარტულ მიდგომასთან შედარებით [სტანდარტული მიდგომაა ერთი და იგივე ვაქცინის ორი დოზის მიღება].
მეტი მონაცემების მოგროვებაა საჭირო იმის გასაგებად, უკეთესად იმუშავებს თუ უარესად ეს მეთოდი იმუნურობის გამომუშავებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტანდარტულ მიდგომასთან შედარებით.
ოქსფორდის უნივერსიტეტის, CEPI-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ეს კვლევა კიდევ ერთხელ გადაამოწმებს, რამდენად ზრდის იმუნიტეტს ორი სხვადასხვა ვაქცინის შერეული დოზა, რომელიც სხვა სიტუაციებსა თუ კლინიკურ პრაქტიკებში გამოჩნდა, როგორც ეფექტური სამიზნე პათოგენის - ახალი კორონავირუსის და მის მიერ გამოწვეული დაავადება COVID-19-ის წინააღმდეგ.