გუშინ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც COVID-19-ის ორი ჩინური ვაქცინის ეფექტურობას ეხებოდა.
აბსტრაქტი, კვლევის მოკლე შინაარსი და მიგნებები
ნაშრომის ავტორები: ნავალ ალ ქააბი, იუნტაო ჟანგი, შენგლი ქსია და სხვები.
კვლევის მნიშვნელობა: მართალია, COVID-19 ვაქცინები უკვე არსებობს, მაგრამ დამატებით ვაქცინებია საჭირო, რომ გლობალური მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
მიზანი: ორი ჩინური ინექტივირებული ვაქცინის ეფექტურობის შეფასება.
კვლევის წარმატების მთავარი საზომი: [End point] ვაქცინის მეორე დოზიდან 14 დღის შემდეგ სიმპტომური COVID-19-ის პრევენცია.
კვლევის დიზაინი, სეთინგი და მონაწილეები: პრესპეციფიური შუალედური ანალიზი რენდომიზებული, ორმაგად ბრმა, მესამე ფაზის კვლევისა, რომელიც ტარდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ბაჰრეინეში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში, რომელთაც არ ჰქონიათ COVID-19 ინფექცია. კვლევაში მონაწილეების მიღება 2020 16 ივლისს დაიწყო.
ინტერვენციები: შემთხვევით შერჩეულ მონაწილეებს მისცეს ორი სხვადასხვა: WIV04 [5 µg/დოზა] ან 2 HB02 [4 µg/დოზა] ვაქცინების ორივე დოზა. პირველ შემთხვევაში, მონაწილეების რაოდენობა იყო 13 459 ინდივიდი, ხოლო მეორე ვაქცინის შემთხვევაში - 13 465 ინდივიდი. ორივე ჯგუფმა ვაქცინა ორი დოზით მიიღო კუნთებში, 21 დღის ინტერვალით.
შედეგები: რენდომიზებული კლინიკური კვლევის ეს ანალიზი 40 382 მონაწილის შედეგებს მოიცავს. ორივე ვაქცინის ეფექტურობა, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელსაც ალუმინის ჰიდროქსიდი მისცეს, 72.8% იყო WIV04 ჯგუფის შემთხვევაში, ხოლო 78.1% - HB02 ჯგუფის შეთხვევაში. ორივე ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო.
დასკვნები: რენდომიზებული კლინიკური კვლევის ამ შუალედურ ანგარიშში გამოჩნდა, რომ ინექტივირებულმა ვაქცინებმა მნიშვნელოვად შეამცირეს სიმპტომური COVID-19-ის რისკები.
კვლევის შეზღუდვები: კვლევას რამდენიმე შეზღუდვა აქვს: მასში არ იყვნენ ჩართული ორსული ქალები და 18 წელს ქვემოთ ასაკობრივი ჯგუფის ხალხი. შესაბამისად, ამ ვაქცინების უსაფრთოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში უცნობია.
♦ ბრიფის წყარო: Effect of 2 Inactivated SARS-CoV-2 Vaccines on Symptomatic COVID-19 Infection in AdultsA Randomized Clinical Trial