მეცნიერება

ვიეტნამში ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღირიცხა




ჰანოი, ვიეტნამი - ვიეტნამმა ახალი კორონავირუსის ახალი, გადამდები ვარიანტი აღრიცხა, რომელიც ქვეყანაში ვირუსის მზარდი რაოდენობის მიზეზი გახდა. 

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, ნგიენ თან ლონგმა გამოცემა VnExpress-ს უთხრა, რომ გენეტიკური სექვენირებიდან გამომდინარე, ახალი ვარიანტი შერეული იყო იმ შტამებისა, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში გაჩნდა.

მინისტრის განცხადებით, ახალი ვარიანტი განსაკუთრებით გადამდები იყო ჰაერიდანაც და რომ ვირუსული კულტურის შესწავლიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ ახალი ვარიანტი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება. 

“ახალი ვარიანტი ძალიან საშიშია,”- განაცხადა ლონგმა.

 ჯანდაცვის მინისტრმა არ უპასუხა ამერიკულ გამოცემა “ვოშინგტონ პოსტის” კითხვებს ამ საკითხთან დაკავშირებით. 

 მეცნიერები კი ამბობენ, რომ მეტი დრო და მონაცემებია საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ იმუშავებს ეს ვარიანტი “რეალურად, ადამიანებში.”

“ბევრი ახალი მუტაცია ჩნდება და მათი უმრავლესობა კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის,” - უთხრა “ვოშინგტონ პოსტს” ტოდ პოლაკმა, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ინფექციური დაავადებების ექსპერტია და ამჟამად ჰანოიში მუშაობს.

ვიეტნამი, რომელსაც ინფექციის მხოლოდ 6400  და სიკვდილის 47 შემთხვევა ჰქონდა აღრიცხული, აქამდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მართვის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი იყო.  

კარგად გამართულმა ჯანდაცვის სისტემამ, საკარანტინე კარვებმა, რომლებიც მკაცრად კონტროლდებოდა სამხედროების მიერ და სწორად მიმართულმა ლოქდაუნმა შედეგები გამოიღო, რის გამოც შეთხვევების რაოდენობა დაბალი იყო აპრილამდე, რის შემდეგაც უკვე შემთხვევების აღმასვლა დაიწყო. 

ახალი შემთხვევები ჩრდილოეთ ვიეტნამის ქარხნებში აღირიცხა, სადაც ქარხნის თანამშრომლები  ახლოს და ერთად მუშაობენ, მიუხედავად იმისა, “როიტერის” ინფორმაციით, ისეთი გლობალური ბრენდები, როგორებიცა “ეფლი”,  საკუთარ ქარხნებში სოციალური დისტანცირების ზომებს იცავენ.

ჰანოის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობა აქვს პეკინთან. ვიეტნამს დღემდე არ აქვს ეროვნულად დამტიცებული ჩინური ვაქცინები. 

 

ამავე თემაზე:

  ახალი კორონავირუსის ინდური ვარიანტი - რა ვიცით აქამდე

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>