მეცნიერება

როგორ არქმევენ სახელებს ახალი კორონავირუსის ვარიანტებს?




ყველა ვირუსი, მათ შორის Sars-CoV-2, დროთა განმავლობაში იცვლება. უმეტეს ცვლილებებს მცირედი ან ნული გავლენა აქვს ვირუსის ძირითად თვისებებზე, მაგრამ ზოგიერთმა ცვლილებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ვირუსის თვისებებზე, მაგალითად, გავრცელების  სიჩქარეზე და ა.შ. 
 
2020 წლის იანვრიდან, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [WHO] პარტნიორებთან, საექსპერტო ქსელებთან, ეროვნულ ხელისუფლებებთან, ინსტიტუტებთან და მკვლევარებთან თანამშრომლობით, მონიტორინგს უწევს და აფასებს Sars-CoV-2-ის ევოლუციას. 
 
2020 წლის ბოლოს გაჩნდა  ვარიანტები, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნიან  ადამიანების ჯანმრთელობას მთელს მსოფლიოში. ამ ვარიანტებს ჯანმო შემდეგ კლასიფიკაციებად ჰყოფს: „საინტერესო ვარიანტები“ [Variants of Interest (VOI)] და „საყურადღებო ვარიანტები“ [Variants of Concern (VOC)]. 
 
კლასიფიცირება საჭიროა ახალი ვარიანტების კვლევებისა და COVID-19-ის პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების  მიზნით.
 
ჯანმო და მისი საერთაშორისო ქსელები აკვირდებიან ახალ ვერსიებს, რომ ვირუსის ამინომჟავების მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში, ქვეყნებსა და საზოგადოებებს ჰქონდეთ ინფორმაცია ნებისმიერი მოვლენის შესახებ, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ვირუსის ახალი ვარიანტის საპასუხოდ და მისი კიდევ უფრო გავრცელების და ზიანის თავიდან ასაცილებლად. 
 
გლობალურ დონეზე შეიქმნა და ძლიერდება სისტემები პოტენციური ახალი ვარიანტების გაჩენის ”სიგნალებისა” და პირველი ნიშნების დასადგენად და გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით. 
 
ხელისუფლებებმა უნდა შეარჩიონ ლოკალური, ეროვნული გეგმები ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. 
 
მუტაციების რაოდენობის შესამცირებლად გლობალური სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები არის ინფექციის გადაცემის მასშტაბის შემცირება დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის აპრობირებული მეთოდების გამოყენებით, ასევე ცხოველთა პოპულაციაში გადაცემის თავიდან ასაცილებლად
 
ამჟამიდელი სტრატეგიები და ზომები, რეკომენდებული ჯანმოს მიერ, მიმართულია ვირუსის ვარიაციების შესასწავლად, რომლებიც გამოვლინდა პანდემიის დასაწყისში. 
 
მრავალი ქვეყნიდან მიღებული მონაცემები, სადაც „საყურადღებო ვარიანტების“ გადაცემის დონე მაღალია, მიუთითებს, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ზომები, მათ შორის, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები, ეფექტურია COVID-19-ის ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირებაში. 
 
მიზანშეწონილია, რომ ეროვნულმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააგრძელონ არსებული ზომების გაძლიერება.
 
 
Sars-CoV-2-ის სახელდების სისტემები
 
ახალი კორონავირუსის ნომენკლატურული სისტემის ათვლისა და აღრიცხვისთვის შემდეგი სამეცნიერო პლატფორმები გამოიყენება: GISAID, Nextstrain და Pango. ეს პლატფორმები დარჩება კიდეც მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების პლატფორმებად პანდემიის დროს და შემდგომ.
 
იმისთვის, რომ WHO დახმარებოდა საზოგადოებასა და მეცნიერების სამუშაო ჯგუფებს ვირუსის ახალი ვარიანტების სახელდებაში, მან გააერთიანა მეცნიერები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის, ვირუსის ევოლუციის სამუშაო ჯგუფიდან, მეცნიერები GISAID-დან, Nextstrain-დან და Pango-დან, ასევე სხვა ვირუსოლოგები, მიკრობიოლოგები, რათა მათ შეერჩიათ მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი სახელი ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტებისთვის, რომელთა ნაწილი მეტად საშიშია და იმსახურებს ყურადღებას, ნაწილი კი - ნაკლებად. 

ამჟამად ექსპერტები ბერძნულ ასოებს იყენებენ, რათა სახელები დაარქვან ახალ ვარიანტებს, მაგ. ალფა, ბეტა, გამა, დელტა, რათა მათი წარმოთქმა და განხილვა მარტივი იყოს არასამეცნიერო საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებითვის. 

 

Sars-CoV-2 ვარიანტები, სამუშაო განმარტებები და განხორციელებული ქმედებები
 
ვირუსი  უწყვეტლივ იცვლება: გადის ევოლუციას. იმისთვის, რომ გავიგოთ ეს ცვლილებები და მისი გავლენა კაცობრიობაზე, ვირუსის ვარიანტების სახელები სულ შეიცვლება. ვირუსების ვარიანტების სახელდებაში აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფი. 
 
როცა აუცილებელია, რიგ ვარიანტებს ჯანმო ჩასვამს „საინტერესო“ ან/და „საგანგაშო“ ვარიანტების კლასიფიკაციაში, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა ეს ვარიანტი ჯანმოს კლასიკურ კრიტერიუმებს, ნაწილი შეიცვლის სტატუსს და რეკლასიფიცირდება.
 
 
 
საყურადღებო ვარიანტი - სტატუსის საფუძვლები
 
Sars-CoV-2 ვარიანტი, რომელიც აკმაყოფილებს „საყურადღებო“  ვარიანტის [Variant of Concern,VOC] სტატუსს, შეფასებულია შედარებითი მახასიათებლებით და ასოცირდება ისეთ ცვლილებებთან, რომლებიც გავლენას ახდენს გლობალური მნიშვნელობის ცვლილებებზე:  
 
  • უფრო გადამდებია და COVID-19-ის ეპიდემიოლოგიაში განმსაზღვრელი ცვლილებები შეაქვს; ან
  • მისი ვირულენტობა იზრდება და დაავადების კლინიკური ნიშან-თვისებები და სიმპტომები იცვლება;
  • ამცირებს ჯანდაცვის საზოგადოებრივი ზომების ძალას და გავლენას ახდენს სამკურნალო საშუალებებისა და ვაქცინების ეფექტურობაზე. 
 
 
საინტერესო ვარიანტი - სტატუსის საფუძვლები
 
Sars-CoV-2-ის ვარიანტი, რომელსაც „საინტერესო“ [Variant of Interest, VOI] სტატუსი აქვს, ახასიათებს:
 
  • გენეტიკური ცვლილებები, მათ შორის, გადაცემის სიჩქარე, დაავადების სიმწვავე, იმუნიტეტისგან დამალვისა და ვაქცინებისა და სამკურნალოს საშუალებების ეფექტურობის კლების ტენდენცია;
  • საფრთხე, რომ ვირუსის ეს ვარიანტი სხვადასხვა ქვეყანაში იწვევს ხალხის გარკვეულ ჯგუფში ვირუსის გადაცემის ან კლასტერების ფორმირების, დროთა განმავლობაში შემთხვევების გაზრდის რისკებს, ან სხვა ხილულ ეპიდემიოლოგიურ გავლენებს და გლობალური ჯანდაცვის მზარდ რისკებს.
 
 

ვარიანტების სტატუსები 

ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი კორონავირუსის “საინტერესო ვარიანტების” სიაში ახალი კორონავირუსის ოთხი ვარიანტი აქვს: ეტა [B.1.525], იოტა [B.1.526 ], კაპა [B.1.617.1] და ლამბდა [C.37]. 

 “საყურადღებო ვარიანტებში” შემდეგი სახეცვლილებებია: ალფა [B.1.1.7 ], ბეტა [B.1.351, B.1.351.2 და B.1.351.3], გამა [P.1 , P.1.1 და P.1.2] და დელტა [B.1.617.2, AY.1 და AY.2]. 

 

ვარიანტების რეკლასიფიცირების პროცედურები

Sars-CoV-2-ის ვარიანტები, რომლებსაც აქამდე “საინტერესო” ან “საყურადღებო” სტატუსი ჰქონდათ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში აღარ იყონ სარისკო და საშიშროების მატარებლები სხვა ვარიანტებთან შედარებით და აღარ შეუქმნან საფრთხე გლობალურ ჯანდაცვას. შესაბამისად, მოხდება მათი რეკლასიფიცირება.

ვირუსის ვარიანტების სტატუსების რეკლასიფიცირება, ვირუსის ევოლუციის შეფასების ტექნიკურ ჯგუფთან თანამშრომლობით, ჯგუფის წევრების კრიტიკული შეფასების შემდეგ ხდება.  

ვირუსის ვარიანტის რეკლასიფიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს გავრცელების შენელება გეოგრაფიულ ლოკაციებში, რისკ-ფაქტორების შემცირება/გაქრობა და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ვირუსის კონკრეტული ვარიანტის ძალასა და გავლენაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. 

 

 

  მასალა მოამზადა ილია ჯახაიამ, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] მასალის -  Tracking Sars-CoV-2 Variants მიხედვით. ილია ბიოსამედიცინო და გენეტიკური ინჟინერიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტია. ილიას ინტერესების სფეროა თავის ტვინის ნეირობიოლოგია. ილია ჩართულია არაერთ პროექტში, რომელიც სამედიცინო მეცნიერებასა და დიპლომატიას უკავშირდება.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>