მეცნიერება

ახალი კორონავირუსის Mu ვარიანტი




ახალი კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელსაც მეცნიერებმა Mu დაარქვეს, პირველად კოლუმბიაში აღმოაჩინეს. 30 აგვისტოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ვარიანტი -  B.1.621 "საინტერესო" [variant of interest, VOI] სახეობების კლასიფიკაციაში ჩასვა. 

ვირუსების ვარიანტებს ჯანმო შემდეგ კლასიფიკაციებად ჰყოფს: „საინტერესო ვარიანტები“ [Variants of Interest (VOI)] და „საყურადღებო ვარიანტები“ [Variants of Concern (VOC)]. 
 
ჯანმოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის ამ ვარიანტს შეუძლია ნაწილობრივ დაემალოს ადამიანის იმუნიტეტს.

ახალი კორონავირუსის Mu ვარიანტი უკვე 39 ქვეყანაში აღრიცხეს.

მეცნიერების თქმით, ვარიანტი Mu შეიცავს მუტაციების კლასტერს, რომელიც მას "ეხმარება," დაემალოს და დაუსხლეს ადამიანის იმუნიტეტს.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, იმუნიტეტისგან დასხლტომის ეს უნარი ჰგავს იმას, რაც Beta ვარიანტს ჰქონდა, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღრიცხეს. თუმცა, ეს დასკვნები მაინც ადრეულია და უფრო დიდი მოცულობის მონაცემებს საჭიროებს. 

Mu ვარიანტი პირველად კოლუმბიაში, 2021 წლის იანვარში აღმოაჩინეს. მას შემდეგ, ამ ვარიანტის ერთეული შემთხვევები აღირიცხა და მსოფლიოს გარკვეულ წერტილებში საშუალო ზომის აფეთქებების მიზეზიც კი გახდა. სამხრეთ ამერიკის გარდა, ამ ვარიანტის შემთხვევები იყო დიდ ბრიტანეთში, ევროპაში, ა.შ.შ.-სა და ჰონგ-კონგში.

ამჟამად Mu ვარიანტი გლობალური შემთხვევების მხოლოდ 0.1%-ს შეადგენს, მაგრამ არის საფრთხე, რომ ეს ვარიანტი ფეხს იკიდებს კოლუმბიასა და ეკვადორში, სადაც ამ ვარიანტით ინფიცირებულების 39% და 13%-ებია, შესაბამისად.  

მეცნიერებს ამ ეტაპზე აინტერესებთ, არის თუ არა Mu ვარიანტი უფრო გადამდები და იწვევს თუ არა უფრო მწვავე დაავადებას, ვიდრე დელტა ვარიანტი. 

„საინტერესო“ [Variant of Interest, VOI] სტატუსის მქონე ვირუსს ახასიათებს:
 
  • გენეტიკური ცვლილებები, მათ შორის, გადაცემის სიჩქარე, დაავადების სიმწვავე, იმუნიტეტისგან დამალვისა და ვაქცინებისა და სამკურნალოს საშუალებების ეფექტურობის კლების ტენდენცია;
  • საფრთხე, რომ ვირუსის ეს ვარიანტი სხვადასხვა ქვეყანაში იწვევს ხალხის გარკვეულ ჯგუფში ვირუსის გადაცემის ან კლასტერების ფორმირების, დროთა განმავლობაში შემთხვევების გაზრდის რისკებს, ან სხვა ხილულ ეპიდემიოლოგიურ გავლენებს და გლობალური ჯანდაცვის მზარდ რისკებს.

 

 

ამავე თემაზე: როგორ არქმევენ სახელებს ახალი კორონავირუსის ახალ ვარიანტებს? 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>