მეცნიერება

ორსულობა და COVID-19 რისკები: კოჰორტული კვლევის შედეგები




კვლევის კითხვა
 
რა მახასიათებლები და შედეგები უკავშირდება COVID-19-ის პანდემიის დროს ორსულობას და მშობიარობას, როგორც ქალების, ასევე ჩვილების ჯანმრთელობის თვალსაზრისით?
 
 
კვლევის მნიშვნელობა
 
COVID-19-ისა და ორსულობის წინა კვლევებში ნაადრევი მშობიარობის უფრო მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. გაიზარდა ავადობა და სიკვდილიანობა. 
 
 
მიზანი
 
კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შედარდა ქალების მონაცემები, რომლებიც ორსულად იყვნენ და ა) ჰქონდათ და ბ) არ ჰქონდათ COVID-19 . 
 
მონაცემების შესადარებლად აიღეს ქალების მახასიათებლები, რომლებმაც გააჩინეს ბავშვები 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 28 თებერვლამდე ა.შ.შ.-ის 499 აკადემიურ სამედიცინო ცენტრებსა თუ მათ სათემო ფილიალებში. 
 
დიაგნოზი შესაბამისობაში მოვიდა დაავადებებისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მეათე გამოცემის გამოყენებით [ICD-10], დიაგნოზის ნუმერაციით - U07.1., რომლითაც COVID-19-ით გამოწვეულ დაავადებას აღნიშნავენ.
 
მონაცემები გაანალიზებულია 2021 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილამდე.
 
 
 
დასკვნები
 
ამ კოჰორტული კვლევის ფარგლებში 869 079 ზრდასრული, ორსული ქალის მონაცემები დაამუშავეს. მათგან 18 715-ს ჰქონდა COVID-19. ქალებმა 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 28 თებერვლამდე აშშ-ს 499 სამედიცინო ცენტრში იმშობიარეს.
 
ქალებში, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა. მათ უფრო მეტად დასჭირდათ ინტენსიური თერაპია და ინტუბაცია და ვენტილაცია.  
 
 
 
შედეგი
 
⇒ 869 079 ქალიდან 18,715 [2.2%] ჰქონდა COVID-19 და არ ჰქონდა 850,364-ს [97.8%]. ქალების უმრავლესობა 18-დან 30 წლამდე ასაკის იყო. 
 
⇒ COVID-19 -ის მქონე ქალებში საკეისრო კვეთების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა [32.5%] vs [32.3%]. 
 
⇒ COVID-19 -ის ინფექციის მქონე ქალებს უფრო მეტად ჰქონდათ ნაადრევი მშობიარობა [16.4%], ვიდრე ინფექციის არმქონე ქალებს [11.5%]. 
 
⇒ COVID-19-ის ინფექციის მქონე ქალები მეტად მოხვდნენ ინტენსიური მართვის განყოფილებაში [5.2%], ვიდრე ინფექციის არმქონე ქალები [0.9%]. 
 
ამ რეტროსპექტული კოჰორტული კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის მქონე ქალებს სიკვდილიანობის, ინტუბაციის, ინტენსიურ განყოფილებაში მიღებისა და ნაადრევი მშობიარობის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ, ვიდრე ქალებს COVID-19-ის გარეშე.
 
წინა კვლევებით დადასტურდა, რომ სიკვდილიანობის აბსოლუტური მაჩვენებლები ქალთა შორის, რომლებსაც ჰქონდათ COVID-19, მნიშვნელოვნად მაღალი იყო. წინა კვლევების შედეგები, რომლებიც ორსულების ჯანმრთელობაზე COVID-19-ის ეფექტებს სწავლობდა, მიუთითებდა, რომ COVID-19  ზრდის საკეისრო კვეთას, ნაადრევ მშობიარობის, დედათა ავადობას და სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლებს.
 
COVID-19-ის პანდემიის გავრცელების გამო, სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაუარესდა. COVID-19 პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, COVID-19-ის მქონე ქალებზე უფრო დიდი მონაცემთა შესწავლა მოხერხდა, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. 
 
 
 
დისკუსია
 
ჩვენი ინფორმაციით, ეს კოჰორტული კვლევა ყველაზე მასშტაბურია COVID-19-ის შესახებ, ორსული ქალების კონტექსტში. 
 
კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის მქონე ქალების პერინატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.1 პროცენტია. სიკვდილიანობის მაჩვენებლები და ინტენსიური მართვის განყოფილებაში დაშვება, ასევე სასუნთქი გზების ინტუბაციის საჭიროება, მნიშვნელოვნად მაღალი იყო COVID-19  მქონე ქალებში. 
 
ჩვენმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ COVID-19-ის მქონე ქალები უფრო მეტად არიან ფერადკანიანები, ვიდრე ქალები COVID-19-ის გარეშე. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უთანასწორობასა და სხვა პრობლემებს. 
 
მშობიარობის დროს სიკვდილიანობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რასობრივი განსხვავებები კარგად იყო დადგენილი COVID-19-ის პანდემიამდეც; თუმცა, ისინი კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის დროს.  
 
უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან მიღებული წინა მონაცემები მიუთითებს, რომ შეერთებულ შტატებში შავკანიანი და ამერიკულ-ინდური ან ალიასკელი ქალები ორ-სამჯერ უფრო ხშირად იღუპებიან ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზებით.
 
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ორსულობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა და ამჟამად დაახლოებით  0.017%-ს შეადგენს. შავკანიან დედებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 0.044%-ია. თითოეული ეს ფაქტორი გამძაფრდა COVID-19  პანდემიის დროს და, შესაბამისად, აუცილებელია შემდგომი შესწავლა COVID-19-ის ასოციაციის შესახებ. 
 
ჩვენმა დამატებითმა ანალიზმა გესტაციური ასაკის ანალიზის საფუძველზე, აჩვენა, რომ COVID-19-ის მქონე ქალები უფრო მეტად მშობიარობენ 37 კვირაზე ნაკლებ დროში, ვიდრე ქალები COVID-19  გარეშე. 
 
ჩვენი დასკვნები იძლევს მყარ საფუძველს, რომ დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს COVID-19 -ის დროს ადრეული მშობიარობის ფიზიოლოგიური მექანიზმის გასაგებად. 
 
 
 
შეზღუდვები
 
ამ კვლევას აქვს მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის, ადმინისტრაციული მონაცემთა ბაზების შეცდომები, დაავადებების არასწორი კლასიფიკაცია და კოდირების შესაძლო უზუსტობა.
 
 
 
 
 

  მასალა მოამზადა ილია ჯახაიამ, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] მასალის -  Tracking Sars-CoV-2 Variants მიხედვით. ილია ბიოსამედიცინო და გენეტიკური ინჟინერიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტია. ილიას ინტერესების სფეროა თავის ტვინის ნეირობიოლოგია. ილია ჩართულია არაერთ პროექტში, რომელიც სამედიცინო მეცნიერებასა და დიპლომატიას უკავშირდება.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>