როცა კვლევის მოხალისეები მეორე დოზის გასაკეთებლად გამოცხადდნენ, მკვლევარებმა მათ ნახევარს ინფლუენზას ვაქცინა შეუყვანეს და ნახევარს - პლაცებო და სხვადასხვა გვერდით მოვლენას დააკვირდნენ, მათ შორის ციებას, ტკივილებსა და სხვა შესაძლო სიმპტომებს.
“უსაფრთოხების თვალსაზრისით აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზეა,” - დაწერეს ავტორებმა კვლევის წინასწარ ანგარიშში, რომელიც ონლაინ 30 სექტემბერს, პრეპრინტის სახით, გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში", თუმცა, ჯერ არ გაუვლია რეცენზია.
ვაქცინების კომბინაციის უსაფრთოების გამოცდასთან ერთად, მკვლევარმა მედიკოსებმა მონაწილეების სისხლში ასევე გაზომების ახალი კორონავირუსის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები. სხვადასხვა ბრენდის ვაქცინის შერევამ ანტისხეულების შედარებით დაბალი ოდენობის გამოიმუშავება გამოიწვია, ხოლო ერთი და იმავე ბრენდმა - უფრო მეტის.
ინფლუენზასა და Covid-ის ვაქცინების არევას თითოეულის ეფექტურობა არ შეუმცირებია: ორივე სხვადასხვა დანიშნულების ვაქცინამ ისევე იმუშავა, როგორც იმუშავებდა ინდივიდუალურად [და არა ერთდროულად] მიღების შემთხვევაში.
მეცნიერებს არ გამოუკვლევიათ, რა იქნებოდა იმუნური პასუხი, თუკი ადამიანები Covid-19-ის მესამე, ბუსტერ დოზასა და ინფლუენზას ვაქცინას ერთად მიიღებდნენ, რასაც მრავალი მოქალაქე გააკეთებს იმ ქვეყნებში, სადაც ბუსტერ დოზები დაშვებულია.