მეცნიერება

F.D.A.-ის ვაქცინების საკონსულტაციო საბჭომ Pfizer-ის ვაქცინას 5-11 წლის ბავშვებისთვის რეკომენდაცია გაუწია




ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის [F.D.A.] ვაქცინებისა და ბიოლოგიური პროდუქტების საკონსულტაციო საბჭომ გუშინ რეკომენდაცია გაუწია Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას 5-11 წლის ბავშვებისთვის. 

თუ მარეგულირებელი გაითვალისწინებს საბჭოს წევრების რეკომენდაციას უახლოეს დღეებში, - რაც მოსალოდნელია, ბაიდენის ადმინისტრაცია ა.შ.შ.-ში გააფართოვებს ვაქცინაციის მასშტაბებს, საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე პატარა წევრების ჩართვით.  

უმცროსი ასაკის ბავშვები მაშინ მიიღებენ ამ დოზებს, როდესაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები შემცირებული იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში პედიატრიულ ვაქცინებზე მოთხოვნა მაღალია.

გუშინ პანელის წევრებმა ახსენეს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფს ნაკლები სიმწვავით ემართება კოვიდ ინფექცია, მაგრამ მშობლებსა და ექიმებს მაინც სურთ საკუთარი შვილების უფრო მეტად დაცვა.

პანელის 17-მა წევრმა დადებითი რეკომენდაცია მისცა ვაქცინაქციის პროცესს ამ ასაკში და უარყოფითი არც ერთ წევრს არ გაუცია. ერთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

მონაცემების თანახმად, რომელიც კომპანია Pfizer-მა საკონსულტაციო საბჭოს წარუდგინა, ვაქცინა 90.7 პროცენტით იცავს სიმპტომური ინფექციისგან კლინიკურ კვლევებში, სადაც 5-11 წლის ბავშვები მონაწილეობდნენ.

მიუხედავად ამისა, კომიტეტის წევრებმა წუხილი და უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ მონაცემები შეზღუდულია და მუდმივად უბრუნდებოდნენ გულის მიოკარდიტის საკითხს, - გულის კუნთის ანთებას, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომლებმაც ეს ვაქცინა მიიღეს, განსაკუთრებით ბიჭებში. 

ხმის მიცემის დროს კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, სჭირდებოდა თუ არა ეს ვაქცინა ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა წევრს, თუ მხოლოდ მაღალი რისკის, - ჭარბი წონისა და სხვა რისკ-ფაქტორების მქონე ბავშვებს. 

თუ მარეგულირებელი გაითვალისწინებს კომიტეტის წევრების დასკვნით რეკომენდაციას, - რაც უმეტესად, ასეც ხდება, - ეს ვაქცინა ამ ასაკობრივ ჯგუფში მომდევნო დღეებში დამტკიცდება.
 
C.D.C.- ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, რომელიც შტატებში ვაქცინების  მიღების პოლიტიკას არეგულრიებს, მალევე გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>