მეცნიერება

F.D.A. დამატებით განიხილავს, იწვევს თუ არა მოდერნას ვაქცინა გულის პრობლემებს მოზარდებში




ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო მარეგულირებელი - წამლისა და სურსათის ადმინისტრაცია [F.D.A.] განიხილავს ანგარიშებს იმასთან დაკავშირებით, ქმნის თუ არა გულის პრობლემებს კომპანია “მოდერნას” წარმოებული COVID-19 ვაქცინა.

ამის შესახებ თვით კომპანიამ  განაცხადა კვირას.

“მოდერნამ” COVID-19 ვაქცინის 12-17 წლის მოზარდებისთვის გადაუდებელ რეჟიმში დაშვების მიზნით მიმდინარე წლის ივნისში მიმართა მარეგულირებელს. ამ ასაკის მოზარდები 100 მიკროგრამ ვაქცინას იღებენ - იგივე დოზას, რასაც 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილი პოპულაცია. მარეგულირებელს მაშინ არ დაუშვია ეს ვაქცინა, რის შემდეგად ამ ვაქცინის გარშემო გარკვეული ეჭვები გაჩნდა. 

იგივე ვაქცინა ევროპის სამედიცინო სააგენტომ [European Medicine Agency, E.M.A.] მოზარდებისთვის ივლისში დაამტკიცა. მას მერე, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა 30 წლისა და უფროსი ასაკის პოპულაციაში, მიზეზად კი მიოკარდიტი დასახელდა - გულის კუნთის ანთება. 

“მოდერნამ” განაცხადა, რომ მსოფლიოში 1.5 მილიონ მოზარდს აქვს მიღებული მათი წარმოებული  ახალი კორონავირუსის ვაქცინა, თუმცა, მონაცემები არ მიუთითებდა მიოკარდიტის შემთხვევებზე. მონაცემები ისრაელიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან აჩვენებდა, რომ "პფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინების მიღებას უკავშირდება მიოკარდიტის იშვიათი და გარდამავალი შემთხვევები, რისკი კი უფრო “მოდერნას” ვაქცინებთან ასოცირდებოდა. 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>