მეცნიერება

C.D.C. Pfizer-ის ვაქცინას 5-11 წლის ბავშვებისთვის რეკომენდაციას უწევს




ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა  [C.D.C.] სამშაბათს რეკომენდაცია გაუწია Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინას 5-11 წლის ბავშვებისთვის, რომელიც მილიონობით მშობლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომ საკუთარი შვილები დაიცვან პანდემიის დროს. 

ამ გადაწყვეტილებას ხმა ანონიმურად მისცეს მეცნიერებმა, ბავშვებს ვაქცინის მიღება კი ამ კვირასვე შეეძლებათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, თუმცა საქმის სპეციალისტები შიშობენ, რომ ზამთარში, როცა ადამიანები უფრო შენობის შიგნით იქნებიან, ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ მოიმატებს. 

ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია სკოლებში უსაფრთხოდ სწავლებასაც შეუწყობს ხელს. ვირუსის აფეთქების გამო 2,300 სკოლა დაიხურა აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, რის გამოც 1.2 მილიონი ბავშვი დაზარალდა.

5-დან 11 წლამდე ბავშვები ამ ვაქცინის ⅓ დოზას მიიღებენ, რაც 12 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვების დოზის მესამედია. ვაქცინები უფრო პატარა შპრიცებით მიიღება და შეფუთვაც უფრო პატარა იქნება, რომ მოზრდილების დოზებში არ აირიოს. 

კლინიკურ კვლევაში, კომპანია Pfizer-მა დოზები ორნაირად გატესტა: ჯერ  ზრდასრულებისთვის საჭირო, სრული დოზა და შემდეგ - უფრო მცირე დოზები. კომპანია ყველაზე მცირე დოზაზე შეჯერდა - რომელიც მოზრდილების დოზის ერთი მესამედია - იმიტომ, რომ მას ყველაზე ცოტა გვერდითი მოვლენები ჰქონდა და მიუხედავად ამისა, იგივე რაოდენობის ანტისხეულები გამოიმუშავა ბავშვებში, როგორც უფრო დიდმა დოზამ.

ვაქცინის ეფექტურობა იყო 90 პროცენტი 5-11 წლის ბავშვებში, ექიმ ალეჯანდრა გურტმანის თქმით, რომელიც  Pfizer-ის ვიცე-პრეზიდენტია. ზოგ ბავშვს ცხელება, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება ჰქონდა, რაც იგივეა უფროსი ასაკის მოქალაქეებშიც. 

მარეგულირებელმა - F.D.A.-მ Pfizer-BioNtech-ისა და Moderna-ს პედიატრიული კლინიკური კვლევების გაფართოება სთხოვა, სადაც ამ ვაქცინების იშვიათი გვერდითი მოვლენები უნდა გამოჩნდეს. ამ დრომდე ჩატარებული პედიატრიული კლინიკური კვლევები ამ მიმართულებით ასეთი დიდი და ფართო არ არის. 

C.D.C.-ს ექსპერტემა საკმაო დრო დაუთმეს ამ ვაქცინით გამოწვეული გვერდითი მოვლენის - მიოკარდიტის კვლევას, რომელიც გულის კუნთის ანთებაა. ამ მოვლენის რისკის უფრო მაღალია 16-19 წლის კაცებში, მაგრამ ამ ასაკობრივ ჯგუფშიც კი ადამიანები, ძირითადად, სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. 

მიოკარდიტის რისკი უფრო დაბალია 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში და უფრო ნაკლები - უმცროსი ასაკის ბავშვებში, - აღნიშნეს ექსპერტებმა შეხვედრის დროს. თვითონ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია უფრო მეტად იწვევს მიოკარდიტს და უფრო მწვავე ფორმებში, რაც არაერთი კვლევით დამტკიცდა. 

ექიმ მეთიუ ოსტერის თქმით, C.D.C.-ს არც ერთი სიკვდილი ვაქცინით გამოწვეული მიოკარდიტისთვის არ დაუკავშირებია. “კოვიდით დაინფიცირება ბევრად უფრო რისკიანია, ვიდრე ამ ვაქცინით გამოწვეული შესაძლო გულის გართულებები, სქესისა და ასაკის მიუხედავად,” - უთხრა ოსტერმა ამერიკულ გაზეთ “ნიუ იორკ თაიმზს.”

Pfizer-ის პედიატრიული კლინიკური კვლევების შედეგები, რომელიც 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდება, სულ მცირე, წლის ბოლომდე არ იქნება ცნობილი. გასულ კვირას “მოდერნამ” განაცხადა, რომ მისი წარმოებული ვაქცინა მძლავრ იმუნურ პასუხს იწვევდა 6-11 წლის ბავშვებში, რომლებმაც მოზრდილების დოზის ნახევარი მიიღეს. 

“მოდერნამ” მარეგულირებლისგან  საკუთარი COVID-19 ვაქცინის დაშვება 12-17 წლის მოზარდებში ივნისში მოითხოვა. F.D.A.-ს ჯერ ამ აპლიკაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, და ამჟამად განიხილავს ანგარიშს მიოკარდიტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც თვით კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა. 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>