მეცნიერება

Pfizer აცხადებს, რომ მათი აბი COVID-19 პაციენტებში ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას ამცირებს




აბი, რომელიც კომპანია Pfizer-მა შექმნა, COVID-19 პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის  მაჩვენებელს 89%-ით შეამცირებს, თუკი მას პაციენტი სიმპტომების დადგომიდან სამი დღის განმავლობაში მიიღეს, - ასე განაცხადეს კომპანიაში გუშინ.

კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 1200 COVID-19 პაციენტი იღებდა მონაწილეობას, პაციენტებს, რომლებსაც სერიოზული დაავადების განვითარების რისკი ჰქონდათ, უფრო ნაკლებად მოხვდნენ კლინიკებში მათთან შედარებით, ვინც პლაცებოს ჯგუფში მოხვდა. 

არც ერთი პაციენტი, ვინც ეს აბი მიიღო, არ გარდაცვლილა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში 10 პაციენტი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია პრეს-რელიზში ეწერა, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

Pfizer-ის მმართველმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ, განაცხადა, რომ ამ მედიკამენტის წყალობით “ჰოსპიტალიზაცია შემცირდება ათიდან ცხრა ადამიანის შემთხვევაში.” 

ინფექციური დაავადებების სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს წინასწარი მონაცემებია -- რომელიც ჯერ მხოლოდ პრეს-რელიზის სახით გამოქვეყნდა და არა რომელიმე რეცენზირებად სამედიცინო ჟურნალში - თუმცა, მათივე აზრით, ეს მედიკამენტი COVID-19-ის სამკურნალო აბის ადრეული კვლევის დამაიმედებელი შედეგია. 

COVID-19-ის სამკურნალო აქადე დამტკიცებული ყველა მედიკამენტი ინტრავენურად უნდა მიიღოს პაციენტმა. 

სპეციალისტების თქმით, აბები ვერ ჩაანაცვლებს ვაქცინებს -- რომლებიც COVID-19-ის პრევენციის და რისკების შემცირების ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გზაა. 

ამ კლინიკურ კვლევაში, რომელიც შესახებ პრეს-რელიზი გუშინ გამოქვეყნდა კომპანიის ვებ-გვერდზე, ნათქვამია, რომ მასში ვაქცინირებული ადამიანები არ იყვნენ ჩართულები.

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>