ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ათეულობით მუტაციას შეიცავს.
გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [WHO] ახალი ვარიანტი “საგანგაშო” [Variant of Concern, VOC] კლასიფიკაციაში ჩასვა და “ომიკრონი” უწოდა, ბერძნული ანბანის რიგითობის შესაბამისად.
დღეს დიდმა ბრიტანეთმა “ომიკრონის” 2 შემთხვევა დაადასტურა. ეს შემთხვევები, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობას უკავშირდება.
ახალი ვარიანტი უკვე იპოვეს ბოცვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგსა და ისრაელში.
ახალი მუტაცია, სხვა სახელით B.1.1.529, მრავალ მუტაციას შეიცავს და საშიში ჩანს იმიტომ, რომ მას აქვს უნარი, დაემალოს ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას და პოტენციურად იყოს უფრო გადამდები.
სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა B.1.1.529-ში სპაიკ [S] ცილის 30-ზე მეტი მუტაცია აღრიცხეს. სწორედ ეს ცილა ეხმარება ამ ვირუსს, შეაღწიოს ადამიანის ორგანიზმში.
შედარებისთვის, - ახალი კორონავირუსის ბეტა და დელტა ვარიანტები შესაბამის სამ ან ორ მუტაციას შეიცავს. დელტა ვარიანტი ინდოეთში გაჩნდა და ქვეყანაში მეორე დიდი ტალღის წინაპირობა გახდა.
მეცნიერების თქმით, საბედნიეროდ, არსებულ PCR ტესტერებს B.1.1.529-ის აღმოჩენა ჯერ კიდევ შეუძლიათ.
“ომიკრონის” მუტაციები
“ომიკრონი” დაახლოებით 50 მუტაციას ატარებს, რომელიც ახალი კორონავირუსის წინა სხვა მუტაციებისგან აქამდე ყველაზე მასშტაბური ცვლილებაა. მათგან 30 მუტაცია მხოლოდ სპაიკ ცილაშია, რომლითაც ის ადამიანის უჯრედს ებმის.
SARS-CoV-2-ის მუტაციები აღნიშნულია ყვითლად
© The New York Times
სპაიკ ცილის მუტაცია სხვა “საგანგაშო” კატეგორიის ვარიანტებსაც ჰქონდათ, მათ შორის შემდეგი მუტაციების - D614G, N501Y, K417N და E484A სახით, რომლებიც იგივე ლოკაციაზეა, სადაც E484K ახალი კორონავირუსის Eek მუტაციაში.
ჯერ კიდევ არაა ცნობილი, ვარიანტ “ომიკრონის” მუტაციების სიმრავლე უფრო მეტი გავრცელების საშუალებას მისცემს თუ არა მას და გამოიწვევს თუ არა უფრო მწვავე COVID-19 ინფექციას.
იმუშავებს თუ არა არსებული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ?
COVID-19 ვაქცინების უმრავლესობა სპაიკ ცილაზეა დაფუძნებული, რაც განგაშს იწვევს იმიტომ, რომ ახალი და სპაიკ ცილაში სახეცვლილი ვირუსის მიმართ ვაქინების ეფექტურობა შემცირდება.
მარია ვან კერხოვემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხუთაბათის პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ “როცა ახალ ვარიანტს ბევრი მუტაცია აქვს, ის ვირუსის ქცევაზე იქონიებს გავლენას.”
“რამდენიმე კვირა დაგვჭირდება იმის გასაგებად, რა გავლენა ექნება ახალ ვარიანტს არსებული ვაქცინების მიმართ,” - აღიშნა კერხოვემ.