ჩინური კომპანია “სინოფარმის” COVID-19 ბუსტერი ვაქცინის ეფექტურობის დონე “მნიშვნელოვნად დაბალია” - მისი მანეიტრალიზებელი ძალა ბევრად სუსტია კვლევის თანახმად, რომელიც ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს.
მათივე თქმით, ვაქცინის ეფექტურობის დონე ომიკრონის წინააღმდეგ ბუნდოვანი იყო.
მონაცემების ანალიზი შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსტიტეტისა და შანხაიში მომუშავე ლაბორატორიაში ჩატარდა, რომელიც ინფექციურ დაავადებებზე სპეციალიზდება. სინოფარმის ბუსტერის ეფექტურობა ახალი კორონავირუსის ორი ვარიანტის: ვუჰანში წარმოშობილი, ძველ ვარიანტისა და ომიკრონის წინააღმდეგ შეაფასეს.
ვუჰანურ ვარიანტთან შედარებით, სინოფარმის ბუსტერის მანეიტრალიზებელი ძალა ომიკრონის წინააღმდეგ 20.1-ჯერ იყო შემცირებული.
კვლევის ფარგლებში 292 ჯანდაცვის მუშაკის სისხლის ანალიზები გამოივლიეს და სინოფარმის ბუსტერ დოზის ეფექტურობა გაზომეს ომიკრონის წინააღმდეგ. ყველა მონაწილეს მიღებული ჰქონდა მესამე, ბუსტერ დოზა, მეორე დოზიდან 8-9 თვის შემდეგ. მესამე, ანუ ბუსტერ დოზის მიღების შემდეგ მონაწილეების 78.1%-მა შეინარჩუნა მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ომიკრონის წინააღმდეგ.
ამ კვლევას რეცენზია ჯერ არ გაუვლია.
კვლევის ავტორების თქმით, მართალია, ეს მონაცემები არ აჩვენებს, კონკრეტულად რამდენად ძლიერია სინოფარმის ბუსტერი ომიკრონის წინააღმდეგ, - რაც მხოლოდ ანტისხეულების დათვლით გაიზომა. მეცნიერების თქმით, ანტისხეულების არსებობა ან მათი სიმცირე კარგი იმუნიტეტის ერთადერთი საზომი არაა: ის მხოლოდ ერთი ნაწილია იმუნურობის შესაფასებლად.
რაც შეეხება მანეიტრალიზებელი ანტისხეულების არსებობას ორგანიზმში სინოფარმის ორი დოზის შემდეგ: ამ ვაქცინის მიღებიდან 8-9 თვის შემდეგ ძველი, ვუჰანური შტამის მიმართ მანეიტრალიზებელი ანტისხეულები “ძლივს იზომებოდა,” ხოლო იგივე სინოფარმის ბუსტერმა შესამჩნევად გააუმჯობესა ეს მაჩვენებელი.